გარდაიცვალა მოზარდ მაყურებელთა თეატრის მთავარი რეჟისორი ოთარ ბაღათურია - კვირის პალიტრა

გარდაიცვალა მოზარდ მაყურებელთა თეატრის მთავარი რეჟისორი ოთარ ბაღათურია

გარ­და­იც­ვა­ლა ნო­დარ დუმ­ბა­ძის სა­ხე­ლო­ბის მო­ზარდ მა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რის მთა­ვა­რი რე­ჟი­სო­რი, სა­ქარ­თვე­ლოს დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი არ­ტის­ტი ოთარ ბა­ღა­თუ­რია. ინ­ფორ­მა­ცი­ას ამის შე­სა­ხებ მო­ზარდ მა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რი ავ­რცე­ლებს.

"მო­ზარდ მა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატრმა უმ­ძი­მე­სი და­ნაკ­ლი­სი გა­ნი­ცა­და - 84 წლის ასაკ­ში ხან­მოკ­ლე, მძი­მე ავად­მყო­ფო­ბის შემ­დეგ გარ­და­იც­ვა­ლა თე­ატ­რის მთა­ვა­რი რე­ჟი­სო­რი, სა­ქარ­თვე­ლოს დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი არ­ტის­ტი, სა­ხელ­მწი­ფო და ა.ახ­მე­ტე­ლის სა­ხე­ლო­ბის პრე­მი­ე­ბის ლა­უ­რე­ა­ტი, ბა­ტო­ნი ოთარ ბა­ღა­თუ­რია.

მისი ცხოვ­რე­ბა და საქ­მი­ა­ნო­ბა 60 წელ­ზე მე­ტია მჭიდ­რო­დაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ჩვენს თე­ატრთან. ის იყო ამ და­სის ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი არ­ტის­ტი. მის მიერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი რო­ლე­ბი სპექ­ტაკ­ლებ­ში "პრინ­ცე­სა ტუ­რან­დო­ტი“, "მოკ­ვე­თი­ლი“, "კიკ­ვი­ძე“, "მე ვხე­დავ მზეს“, "რღვე­ვა“, "ქა­მუ­შა­ძის გა­ჭირ­ვე­ბა“, "შე­ა­ჩე­რეთ მა­ლა­ხო­ვი“, "ბედ­ნი­ე­რი ბი­ლე­თი“, "კუ­კარ­ა­ჩა“, "ჩვე­ნე­ბუ­რე­ბი“ და მრა­ვა­ლი სხვა თე­ატ­რის ოქ­როს ფონ­დის კუთ­ვნი­ლე­ბაა.

ოთარ ბა­ღა­თუ­რი­ას დად­გმე­ბია: "და­რის­პა­ნის გა­სა­ჭი­რი“, "ავი ლომი“, "სა­თა­გუ­რი“, "ღა­მის ამ­ბა­ვი“, "ბან­კე­ტი“, "წი­თელ­ქუ­და“, "იავ­ნა­ნამ რა ჰქმნა“ და სხვა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მხატ­ვრუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ო­და თე­ატ­რის რე­პერ­ტუ­არ­ში.

ჩვენს თე­ატ­რში და­ი­ბა­და დრა­მა­ტურ­გი ოთარ ბა­ღა­თუ­რი­აც. მისი პი­ე­სე­ბის "ამი­კო“, "მეფე ლირი თავ­შე­სა­ფარ­ში“, "დე­და­მი­წა კი მიჰ­ქ­რის“ ავ­ტო­რი­სე­უ­ლი დად­გმით პირ­ვე­ლი ჩვე­ნე­ბა სწო­რედ ჩვენ­თან შედ­გა და შემ­დგომ არა­ერთ თე­ატ­რში გან­ხორ­ცი­ელ­და. დი­დია მისი ღვაწ­ლი ქარ­თუ­ლი დუბ­ლი­რე­ბუ­ლი ფილ­მე­ბი­სა თუ მხატ­ვრუ­ლი ფილ­მე­ბის გახ­მო­ვა­ნე­ბის საქ­მე­ში.

ოთარ ბა­ღა­თუ­რია აქ­ტი­ურ პე­და­გო­გი­ურ საქ­მი­ა­ნო­ბას ეწე­ო­და შოთა რუს­თა­ვე­ლის სა­ხე­ლო­ბის თე­ატ­რი­სა და კი­ნოს სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, სტუ­დენ­ტთა არა­ერ­თი თა­ო­ბის აღ­მზრდე­ლი, მუ­დამ ამა­ყობ­და სა­კუ­თა­რი სტუ­დენ­ტე­ბის წარ­მა­ტე­ბით.

ჩვენ­გან წა­ვი­და არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ხე­ლო­ვა­ნი, რომ­ლის ვარ­სკვლა­ვიც 2013 წელს გა­იხ­სნა მო­ზარდ მა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რის წინ და რომ­ლის სა­ხელს ვე­რას­დროს და­ი­ვი­წყებს ნო­დარ დუმ­ბა­ძის სა­ხე­ლო­ბის მო­ზარდ მა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რი“, - ნათ­ქვა­მია თე­ატ­რის გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.