BBC-მ „ქართული ოცნების“ სარჩელს პასუხი გასცა - კვირის პალიტრა

BBC-მ „ქართული ოცნების“ სარჩელს პასუხი გასცა

BBC-მ „ქართული ოცნების“ სარჩელს პასუხი გასცა. შესაბამის ინფორმაციას „ფორმულა“ ავრცელებს.

როგორც ტელეკომპანიასთან BBC-ის სპიკერი აცხადებს, ისინი მხარს უჭერენ დოკუმენტურ ფილმში „როდესაც წყალი გწვავს: ბრძოლა საქართველოსთვის“ წარმოდგენილ ჟურნალისტიკას.

„საჩივრების განხილვის დადგენილი პროცესის შესაბამისად, ვადასტურებთ, რომ მოსარჩელეს მათ კითხვებზე პასუხი უკვე გავეცით. ჩვენ მხარს ვუჭერთ BBC Eye-ის დოკუმენტურ ფილმში „როდესაც წყალი გწვავს: ბრძოლა საქართველოსთვის“ წარმოდგენილ ჟურნალისტიკას და ჩვენს დამოუკიდებელ, საგამოძიებო ჟურნალისტიკას თბილისში მიმდინარე პროტესტებზე საქართველოს ხელისუფლების რეაგირების შესახებ",- განაცხადა BBC-ის სპიკერმა.

ცნობისთვის, საჩივარი ეხება BBC--ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიასა და დოკუმენტურ ფილმს, სადაც ნათქვამია, რომ 2024 წელს საქართველოს ხელისუფლებამ მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ჩასახშობად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა