"მოვუწოდებთ ირაკლი კობახიძეს, გაიწვიოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმართული გადაწყვეტილება და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტატუსი შენარჩუნდეს იმ ფორმით, რაც დღეს აქვს - ლიკვიდაციააა, რასაც გვთავაზობენ" - კვირის პალიტრა

"მოვუწოდებთ ირაკლი კობახიძეს, გაიწვიოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმართული გადაწყვეტილება და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტატუსი შენარჩუნდეს იმ ფორმით, რაც დღეს აქვს - ლიკვიდაციააა, რასაც გვთავაზობენ"

ამ გადაწყვეტილებით იწყება სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლიკვიდაციის პროცესი, რეალურად, ლიკვიდაცია ჰქვია, რასაც გვთავაზობენ - მოვუწოდებთ, ირაკლი კობახიძეს, გაიწვიოს ეს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმართული გადაწყვეტილება და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტატუსი შენარჩუნდეს იმ ფორმით, რაც მას დღეს აქვს,- ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის დეპუტატმა სოფო ხორგუანმა უმაღლესი განათლების რეფორმაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ხორგუანი აღნიშნავს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი არ არის მხოლოდ განათლების კერა.

„აფხაზეთი საქართველოა! გვინდა გამოვეხმაუროთ ირაკლი კობახიძის ანტიეროვნულ, ანტიქართულ გადაწყვეტილებას, რომელიც ზურაბ ადეიშვილის მოადგილემ გივი მიქანაძემ გაახმოვანა. ამ გადაწყვეტილებით იწყება სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლიკვიდაციის პროცესი, რეალურად, ლიკვიდაცია ჰქვია, რასაც გვთავაზობენ.

ირაკლი კობახიძემ დადო საჯარო დაპირება, როცა პარლამენტში იყო მოსული და ჩვენს კითხვას უპასუხა, თუ რას უპირებდა ომგადატანილ, დევნილ უნივერსიტეტს. მან თქვა, რომ შეინარჩუნებდნენ. აქვე, ყოველ ჯერზე ახსენებდნენ ისტორიული გამოცდილებით არსებულ პროფილს, მაგრამ ირაკლი კობახიძემ ამჯერადაც მოიტყუა.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი არ არის მხოლოდ განათლების კერა. ჩვენ გვყავს აფხაზეთის მთავრობა დევნილობაში, მაგრამ სოხუმის უნივერსიტეტის მნიშვნელობა ბევრად მეტია.

საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლა ყოველთვის იყო განათლების უფლებისთვის ბრძოლასთან გათანაბრებული! სოხუმში ქართული უნივერსიტეტის დაფუძნებას სამშობლოს მოყვარული ადამიანების სიცოცხლე შეეწირა. უკვე ომგადატანილმა დევნილებმა წვალებით 1993 წლის ნოემბერში აღადგინეს თბილისში და დღემდე მოიტანეს. 500-მდე პროფესორ-მასწავლებელი და 3 ათასამდე სტუდენტი ჰყავს დღეს. გააგრძელეთ კითხვა