"ნია იმნაძის "ოჯახი" სუფრაზეც კი თავს იწონებს, რომ ნიას ვერ დაიჭერენ... არ იქნება სახელმწიფო სამართალი?! იქნება ჩემი სამართალი!" - რას წერს ეკა კუპატაძე
მოკლული მასწავლებლის გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ მას უკავშირდება უამრავი არასრულწლოვანი, რომლებიც ამბობენ, რომ პროკურატურის მიერ დასახელებული ბრალდებულები მათ ფიზიკურად უსწორდებოდნენ. კუპატაძის თქმით, ამ თემაზე "ალაპარაკდა სკვერში მომხდარი ცემის თვითმხილველიც".
"დამიკავშირდნენ არასრულწლოვნები (მშობლებიც), რომელთაც ფიზიკურად პირადად უსწორდებოდნენ ეს ველურები! ალაპარაკდა სკვერში ცემის თვითმხილველები!" - წერს კუპატაძე.
ის ასევე ეხება ნია იმნაძის თემას და მოითხოვს, სახელმწიფომ მასთან დაკავშირებითაც "აღადგინოს სამართალი".
"ნია იმნაძის ადვოკატს, გიორგი ლეკიშვილს, ვუმეორებ უპასუხოდ დატოვებულ საჯარო მოთხოვნას!!! იპოვე ერთი ადამიანი, ვისაც გიგა ავალიანისგან ახსოვს რაიმე სახის გადაცდომა, თუნდაც ღრმა ბავშვობაში! მოთხოვნა ერთადერთია, მან უნდა დაამტკიცოს, რომ ნამდვილად იცნობდა გიგა ავალიანს!!! ან, საჯაროდ მოიხადე ბოდიში და აღიარე, რომ ოჯახმა შეგიყვანა შეცდომაში! მკვდარი ვერ ლაპარაკობს, მაგრამ ლაპარაკობს მკვდრის დედა!!! ახალი საქმის მასალები გადმოეცემა ორშაბათს, მაგრამ მანამდე მოგაწოდებთ რამდენიმე ინფორმაციას! გააგრძელეთ კითხვა