როგორ მიულოცა თბილისის მერმა მეუღლეს ვალენტინობა? - (ფოტო/ვიდეო)
თბილისის მერმა კახა კალაძემ მეუღლეს ვალენტინობა განსაკუთრებულად მიულოცა.
ფოტოებს ანუკი არეშიძე ინსტაგრამზე ავრცელებს.
“ის უფრო და უფრო ახალგაზრდავდება,“ - წერს ანუკი და გამომწერებს უახლეს ფოტოებს უზიარებს, სადაც ისინი სარკის წინ, ჩახუტებულები დგანან.
რომანტიული საღამო გიგანტურმა ვარდების თაიგულმა დააგვირგვინა. ერთ-ერთ ფოტოზე კი თბილისის მერი გულის ფორმის წითელი ბუშტებით დგას.
მანამდე წყვილი სამტრედიაში, კახა კალაძის მშობლების სახლში იმყოფებოდნენ სადაც დრო ოჯახურ გარემოში გაატარეს. კადრებს თავად თბილისის მერი გვიზიარებს. მათ მშობლებთან და ოჯახის წევრებთან ერთად ივახშმეს, საყვარელ ოთხფეხა ბინადრებსაც მოეფერნენ და არც ულამაზეს მწვანე ეზოში გასეირნება დავიწყებიათ. ვრცლად