"სიყვარულის პოვნა არასდროსაა გვიან" - 102 წლის კაცი და მისი 98 წლის ცოლი: წყვილი, რომელმაც ერთმანეთი ახლახან იპოვა, ახალგაზრდებს ბედნიერი ურთიერთობის საიდუმლოს უზიარებს
ნამდვილი სიყვარულის საპოვნელად არასდროსაა გვიანი, ამის საუკეთესო მაგალითი მეორე მსოფლიო ომის 102 წლის ვეტერანი ჰაროლდ ტერენსი და მისი 98 წლის ცოლი, ჯინ სვერლინია. წყვილი 2024 წელს დაქორწინდა, მას შემდეგ ბედნიერ ქორწინებაში არიან და ბედნიერი ურთიერთობის "რეცეპტებზე" მედიასთან საუბრობენ.
შეყვარებულები ამბობენ, რომ ერთად თავს თინეიჯერებივით გრძნობენ და ვალენტინობის დღეს სხვა შეყვარებულებს რჩევებსაც აძლევენ.
"არ დანებდეთ, სიყვარულის პოვნა არასდროსაა გვიანი - ჩვენს მაგალითს შეხედეთ. სიყვარული თავად გიპოვნით, თუ მის მისაღებად მზად იქნებით",- ამბობს სვერლინი The Post-თან ინტერვიუში.
ტერენსმა 2018 წელს 70-წლიანი ქორწინების შემდეგ მეუღლე დაკარგა. ის იფიცებს, რომ სანამ სვერლინს არ შეხვდა, სხვა ქალისთვის არასდროს შეუხედავს.
2021 წელს მან ქალი ე.წ. ბრმა პაემანზე გაიცნო თავისი მომავალი მეუღლე. ამბობს, რომ სვერლინა ერთი ნახვით შეუყვარდა.
"ასე ძლიერად არავინ მყვარებია",- განაცხადა ენერგიულმა კაცმა, რომელმაც წელს წიგნიც გამოსცა, სახელწოდებით "ხვალ ჩემი ცხოვრების საუკეთესო დღე იქნება". გააგრძელეთ კითხვა