რა საკადრო ცვლილებები განხორციელდა სუს-ში - კვირის პალიტრა

რა საკადრო ცვლილებები განხორციელდა სუს-ში

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, უწყებაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორად ვლადიმერ კონსტანტინიდი დაინიშნა.

მათივე ცნობით, სუს-ის მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას, დაზვერვის სააგენტოს მიხეილ ძაგნიძე უხელმძღვანელებს.

IPN