საქართველოში 1 914 908 ავტომობილია რეგისტრირებული - მათგან 882 418 თბილისში
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში 1 914 908 ავტომობილია რეგისტრირებული.
აღსანიშნავია, რომ ამავე მონაცემებზე დაყრდნობით თუ ვიმსჯელებთ, ქვეყანაში რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობის კუთხით უპირობოდ ლიდერობს დედაქალაქი. თბილისში მანქანების საერთო რაოდენობის 46%-ია რეგისტრირებული, მას კი მოსდევს იმერეთი 11%-იანი მაჩვენებლით.
უფრო კონკრეტულად, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების თანახმად, რეგიონების მიხედვით რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობის განაწილება ასე გამოიყურება:
თბილისი - 882 418 ერთეული;
იმერეთი - 213 316 ერთეული;
ქვემო ქართლი - 165 126 ერთეული;
კახეთი - 152 259 ერთეული;
აჭარა - 131 187 ერთეული;
სამეგრელო-ზემო სვანეთი - 108 411 ერთეული;
შიდა ქართლი - 97 310 ერთეული;
სამცხე-ჯავახეთი - 67 364 ერთეული;
მცხეთა-მთიანეთი - 45 367 ერთეული;
გურია - 40 749 ერთეული;
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 11 401 ერთეული.