" ის უშუალოდ აქეზებდა ახალგაზრდებს - მოკალათებულები არიან თბილ სავარძლებში და საერთოდ არ აწუხებთ, რომ მათ მიერ მოტყუებული ახალგაზრდები სხედან ციხეში" - ირაკლი კობახიძე სიმონ ჯანაშიაზე - კვირის პალიტრა

" ის უშუალოდ აქეზებდა ახალგაზრდებს - მოკალათებულები არიან თბილ სავარძლებში და საერთოდ არ აწუხებთ, რომ მათ მიერ მოტყუებული ახალგაზრდები სხედან ციხეში" - ირაკლი კობახიძე სიმონ ჯანაშიაზე

ეს პიროვნება უშუალოდ აქეზებდა ახალგაზრდებს დანაშაულის ჩადენისკენ, ისინი მოკალათებულები არიან თბილ ოთახებსა და სავარძლებში და საერთოდ არ აწუხებთ ის, რომ მათ გამო, მათ მიერ მოტყუებული ახალგაზრდები დღეს სხედან ციხეში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს სიმონ ჯანაშიასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, „ეს ადამიანი ფრონტის უკანა ხაზზე იდგა და წინა ხაზზე ძალადობდნენ მის მიერ წაქეზებული ადამიანები, რომლების შემდეგ მოხვდნენ საპატიმრო დაწესებულებებში“.

„ამ კონკრეტულ ადამიანს ჰქონდა კომპლექსი. თქვენ კადრებიც ნახეთ, რომ ეს ადამიანი ფრონტის უკანა ხაზზე იდგა და წინა ხაზზე ძალადობდნენ მის მიერ წაქეზებული ადამიანები, რომლების შემდეგ მოხვდნენ საპატიმრო დაწესებულებებში, რაც არის ტრაგედია. ახალგაზრდები არიან ციხეში იმის გამო, რომ სწორედ ასეთმა ავანტიურისტებმა წააქეზეს ისინი ძალადობისა და დანაშაულის ჩადენისკენ. სამწუხაროდ, დანაშაული იქნა ჩადენილი, რასაც დაუპირისპირდა სასჯელი. რაც შეეხებათ ამ ავანტიურისტებს, კონკრეტულად ამ პიროვნებას, რომელიც უშუალოდ აქეზებდა ახალგაზრდებს დანაშაულის ჩადენისკენ, მისი პარტია აქეზებდა ახალგაზრდებს დანაშაულის ჩადენისკენ. ისინი მოკალათებულები არიან თბილ ოთახებსა და სავარძლებში და საერთოდ არ აწუხებთ ის, რომ მათ გამო, მათ მიერ მოტყუებული ახალგაზრდები დღეს სხედან ციხეში", - განაცხადა პრემიერმა

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა