"რუსეთი კატეგორიულად უარყოფს ალექსეი ნავალნის მოწამვლის შესახებ ბრალდებებს" - დიმიტრი პესკოვი
რუსეთი კატეგორიულად უარყოფს ალექსეი ნავალნის მოწამვლის შესახებ ბრალდებებს და მათ მიკერძოებულად და უსაფუძვლოდ მიიჩნევს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
ჟურნალისტების კითხვაზე, როგორია კრემლის რეაქცია ალექსეი ნავალნისთან დაკავშირებით დასავლეთის მხრიდან გაჟღერებული ბრალდებების შესახებ, პესკოვმა უპასუხა: „ეს [რეაქცია] ძალიან ნეგატიურია“.
„ჩვენ, ბუნებრივია, არ ვიღებთ ასეთ ბრალდებებს, არ ვეთანხმებით მათ. ჩვენ მათ მიკერძოებულად და უსაფუძვლოდ მივიჩნევთ და კატეგორიულად უარვყოფთ მათ“, - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.
"ინტერპრესნიუსი"