მოსკოვის სასამართლომ ჟურნალისტ ეკატერინე კოტრიკაძეს 8-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა - კვირის პალიტრა

მოსკოვის სასამართლომ ჟურნალისტ ეკატერინე კოტრიკაძეს 8-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

მოსკოვის გოლოვინსკის რაიონულმა სასამართლომ ტელეარხ „დოჟდის“ ჟურნალისტს, ეკატერინე კოტრიკაძეს რუსეთის ­არმიის შესახებ ყალბი ამბების გავრცელების ბრალდებით, რვა წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

სასამართლომ მას ასევე 4 წლით აუკრძალა ვებსაიტების, ელექტრონული ქსელების ან საინფორმაციო და სატელეკომუნიკაციო ქსელების ადმინისტრირებასთან დაკავშირებული საქმიანობა.

რუსეთის პროკურატურის მტკიცებით, 2022 წლის აპრილსა და აგვისტოში „პოლიტიკური სიძულვილით მოტივირებულმა კოტრიკაძემ მესენჯერის აპლიკაციის პირად არხზე შეუზღუდავი რაოდენობის მომხმარებლებისთვის განათავსა ხუთი პუბლიკაცია, რომლებიც შეიცავდა განზრახ ცრუ ინფორმაციას სპეციალური სამხედრო ოპერაციის ფარგლებში რუსეთის შეიარაღებული ძალების ქმედებების შესახებ“.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა