"წელს ჩვენ 4 ათასამდე არალეგალის გაძევებას ვგეგმავთ" - შს მინისტრი - კვირის პალიტრა

"წელს ჩვენ 4 ათასამდე არალეგალის გაძევებას ვგეგმავთ" - შს მინისტრი

წელს ჩვენ ვგეგმავთ 4 ათასამდე არალეგალის ქვეყნიდან გაძევებას, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გელა გელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, 2025 წელს ქვეყნიდან 1300-ზე მეტი არალეგალი გააძევეს.

„მხოლოდ მიმდინარე წელს 400-ზე მეტი არალეგალი იქნა გაძევებული. წინა კვირას საზოგადოებას მოვახსენე, რომ 2025 წელს 1300-ზე მეტი არალეგალი იქნა გაძევებული. რა თქმა უნდა, ეს ჩვენი პრიორიტეტია და წელს ჩვენ ვგეგმავთ 4 ათასამდე არალეგალის ქვეყნიდან გაძევებას“, - განაცხადა გელაძემ.

მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა