მსახიობი რობერტ დიუვალი 95 წლის ასაკში გარდაიცვალა
„ოსკარის“ ჯილდოს მფლობელი ამერიკელი მსახიობი, რობერტ დიუვალი 95 წლის ასაკში გარდაიცვალა, - ინფორმაციას Variety-ი ავრცელებს.
რობერტ დიუვალის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია, მსახიობის მეუღლემ, ლუჩიალა დიუვალმა გაავრცელა.
„გუშინ ჩემს საყვარელ მეუღლეს, ძვირფას მეგობარსა და ჩვენი დროის ერთ-ერთ უდიდეს მსახიობს დავემშვიდობეთ“, - დაწერა მსახიობის მეუღლემ სოციალურ ქსელში.