პირველად საქართველოს ისტორიაში! - მეტელკინა/ბერულავას წყვილმა ოლიმპიადაზე ჩვენს ქვეყანას ვერცხლის მედალი მოუპოვა!
ფიგურულ ციგურაობაში მილანი/კორტინას ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ანასტასია მეტელკინას და ლუკა ბერულავას წყვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ეს ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოსთვის პირველი, ისტორიული მედალია.
მეტელკინა/ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ 75.46 ქულით მეორე ადგილზე იყო, თავისუფალ პროგრამაში 146.29 ქულა დაიმსახურეს, ორი პროგრამის ჯამში 221.75 ქულა დააგროვეს და მეორე ადგილი დაიკავეს.
პირველ ადგილზე ჯამური 231.24 ქულით რიკუ მიურას და რიუჩი კიჰარას იაპონური წყვილი გავიდა, მესამეზე კი 219.09 ქულით ფაბიანე ჰასეს და ნიკიტა ვოლოდინის წყვილი (გერმანია).