სისხლიანი ღამე თოფაძეების სახლში, კონფლიქტი გია ბარამიძესთან და ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმე - რა არის ცნობილი ბუსა ჟვანიაზე? - კვირის პალიტრა

სისხლიანი ღამე თოფაძეების სახლში, კონფლიქტი გია ბარამიძესთან და ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმე - რა არის ცნობილი ბუსა ჟვანიაზე?

დღეს, თბი­ლი­სის პრო­კუ­რორ­მა გი­ორ­გი მი­ქა­ი­ამ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, რომ 2021 წელს, 22 წლის ნიკო კვა­რა­ცხე­ლი­ას მკვლე­ლო­ბა შუ­რის­ძი­ე­ბის ნი­ა­დაგ­ზე და­ი­გეგ­მა, რაც ათე­უ­ლო­ბით წლის წი­ნან­დელ კრი­მი­ნა­ლურ გარ­ჩე­ვებს უკავ­შირ­დე­ბა.

633573335-936519705428485-7336011590809213477-n-44765-1771324117.jpg

და­ნა­შა­უ­ლის მო­ტი­ვი და "შეკ­ვე­თი­ლი მკვლე­ლო­ბა"

პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ძმებ­მა - გუ­რამ და და­ვით კა­კუ­ლი­ებ­მა - გა­ნიზ­რა­ხეს კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტის გია კვა­რა­ცხე­ლი­ას შვი­ლის, ნი­კო­ლო­ზის მკვლე­ლო­ბა. მო­ტი­ვი: მათი მა­მის, ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის, და­ვით კა­კუ­ლი­ას გამო შუ­რის­ძი­ე­ბაა, რო­მე­ლიც 2001 წელს მოს­კოვ­ში მოკ­ლეს. კრი­მი­ნა­ლურ წრე­ებ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ხმე­ბის თა­ნახ­მად, ამ მკვლე­ლო­ბის დამ­კვე­თად სწო­რედ გია კვა­რა­ცხე­ლია მი­იჩ­ნე­ო­და.

634534700-1437177978058949-8166379358255501745-n-44756-1771324117.jpg

ბუსა ჟვა­ნი­ას როლი: პრო­კუ­რა­ტუ­რის თქმით, ის იყო "შუ­ა­მა­ვა­ლი" მკვლე­ლებ­სა და შემ­კვე­თებს შო­რის?

საქ­მე­ში ფი­გუ­რი­რებს ექ­სპრე­მი­ერ ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას ვაჟი, ბე­სა­რი­ონ (ბუსა) ჟვა­ნია. გა­მო­ძი­ე­ბის ვერ­სი­ით:

"გუ­რამ და და­ვით კა­კუ­ლი­ებ­მა ნი­კო­ლოზ კვა­რა­ცხე­ლი­ას შეკ­ვე­თით მკვლე­ლო­ბის გან­ზრახ­ვა მათ მე­გო­ბარს ბე­სა­რი­ონ ჟვა­ნი­ას გა­ან­დეს და შე­თან­ხმდნენ მო­ეხ­დი­ნათ ნი­კო­ლოზ კვა­რა­ცხე­ლი­ას მკვლე­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა. ბე­სა­რი­ონ ჟვა­ნი­ამ და­ი­წყო და­ნა­შა­უ­ლის ამსრუ­ლებ­ლის მო­ძი­ე­ბა, რა მიზ­ნი­თაც იგი მის ნაც­ნო­ბებს ალე­კო ჭე­ლი­ძეს და გი­ორ­გი კა­ვი­ლა­ძეს და­უ­კავ­შირ­და, შეს­თა­ვა­ზა მათ ძმე­ბი კა­კუ­ლი­ე­ბის შეკ­ვე­თით მო­ეხ­დი­ნათ ნი­კო­ლოზ კვა­რა­ცხე­ლი­ას ჯგუ­ფუ­რი მკვლე­ლო­ბა, რა­ზე­დაც ისი­ნი და­თან­ხმდნენ. ალე­კო ჭე­ლი­ძე და გი­ორ­გი კა­ვი­ლა­ძე ბე­სა­რი­ონ ჟვა­ნი­ას ორ­გა­ნი­ზე­ბით, 2021 წლის ივ­ლის­სა და აგ­ვის­ტო­ში სომ­ხე­თის რეს­პუბ­ლი­კა­ში რამ­დენ­ჯერ­მე გა­ემ­გზავრნენ ამა­ვე ქვე­ყა­ნა­ში მყო­ფი მკვლე­ლო­ბის შემ­კვე­თებ­თან გუ­რამ და და­ვით კა­კუ­ლი­ებ­თან შე­სახ­ვედ­რად, სა­დაც ისი­ნი მკვლე­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბი­სათ­ვის აუ­ცი­ლე­ბელ მი­თი­თე­ბებს გას­ცემ­დნენ".

ამ­ჟა­მად ბუსა ჟვა­ნი­ა­ზე ძებ­ნა ცხად­დე­ბა, რად­გან ის სა­ქარ­თვე­ლო­ში არ იმ­ყო­ფე­ბა. მას 20 წლამ­დე ან უვა­დო პა­ტიმ­რო­ბა ემუქ­რე­ბა.

ეს არ არის პირ­ვე­ლი კრი­მი­ნა­ლუ­რი ამ­ბა­ვი, რო­მე­ლიც ბუსა ჟვა­ნი­ას საქ­მეს უკავ­შირ­დე­ბა.

სის­ხლი­ა­ნი ღამე თო­ფა­ძე­ე­ბის სახ­ლში

ბუსა ჟვა­ნი­ას სა­ხე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის აქამ­დეც არა­ერ­თხელ გამ­ხდა­რა მსჯე­ლო­ბის სა­გა­ნი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ოჯა­ხი მას ყო­ველ­თვის ნი­ჭი­ერ და გა­ნათ­ლე­ბულ ახალ­გაზ­რდად ახა­სი­ა­თებ­და, მისი ცხოვ­რე­ბა არა­ერ­თხელ გა­და­იკ­ვე­თა სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­უ­ლებ­თან.

2020 წლის 2 აგ­ვის­ტოს ბუსა ჟვა­ნი­ამ ბიზ­ნეს­მენ გოგი თო­ფა­ძის შვი­ლიშ­ვი­ლი, ლე­ვან თო­ფა­ძე სა­კუ­თარ სახ­ლში და­ნით მძი­მედ დაჭ­რა. ინ­ცი­დენ­ტის მი­ზე­ზად ეჭ­ვი­ა­ნო­ბა და­სა­ხელ­და - ბუ­სას ყო­ფი­ლი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი თო­ფა­ძე­ებ­თან სტუმ­რად იმ­ყო­ფე­ბო­და, რა­საც ჟვა­ნი­ას აგ­რე­სია მოჰ­ყვა. გააგრძელეთ კითხვა