რა ქონებას ფლობენ ლევან დავითაშვილი და მისი მეუღლე? - კვირის პალიტრა

რა ქონებას ფლობენ ლევან დავითაშვილი და მისი მეუღლე?

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი ვიცე-პრე­მი­ე­რი და ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრი ლე­ვან და­ვი­თაშ­ვი­ლი და გა­ზი­სა და ნავ­თო­ბის კორ­პო­რა­ცი­ის ყო­ფი­ლი გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი გი­ორ­გი ჩი­ქო­ვა­ნი სუს-ში გა­მო­კი­თხვა­ზე და­ი­ბა­რეს.

სუს-ის გან­მარ­ტე­ბით, ისი­ნი იკი­თხე­ბი­ან სუს-ის ან­ტი­კო­რუფ­ცი­ულ სა­ა­გენ­ტო­ში მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, ერთ-ერთ მსხვილ ნავ­თო­ბკომ­პა­ნი­ას­თან გა­ფორ­მე­ბულ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.„ბიზ­ნესპრეს­ნი­უ­სი“ და­ინ­ტე­რეს­და რო­გო­რია ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის ქო­ნებ­რივ/ფი­ნან­სუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა.

ლე­ვან და­ვი­თაშ­ვილს ბოლო ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცია 2025 წლის 25 თე­ბერ­ვალს აქვს შევ­სე­ბუ­ლი. დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის თა­ნახ­მად, დეკ­ლა­რა­ცი­ის შევ­სე­ბის პრო­ცეს­ში მის სა­კუთ­რე­ბა­ში იყო 2012 წელს შე­ძე­ნი­ლი მი­წის ნაკ­ვე­თი სო­ფელ შა­ლა­ურ­ში.

რაც შე­ე­ხე­ბა ფი­ნან­სურ მდგო­მა­რე­ო­ბას, დეკ­ლა­რა­ცი­ის შევ­სე­ბის მო­მენ­ტში სა­ბან­კო ან­გა­რიშ­ზე 13 934 ლარი ჰქონ­და; ამას­თან, 2024 წელს, ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრის პო­ზი­ცი­ა­ზე მის­მა წლი­ურ­მა შე­მო­სა­ვალ­მა 80 199 ლარი შე­ად­გი­ნა. მას­ვე 2024 წლის პე­რი­ოდ­ში ყუ­რძნის რე­ა­ლი­ზა­ცი­ი­დან 12 ათა­სი ლა­რის შე­მო­სა­ვა­ლი აქვს მი­ღე­ბუ­ლი.

ამას­თან, რო­გორც ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცი­ი­დან ირ­კვე­ვა, მის მე­უღ­ლეს თეა ფარ­ქო­სა­ძეს დეკ­ლა­რა­ცი­ის შევ­სე­ბის მო­მენ­ტში სა­ბან­კო ან­გა­რიშ­ზე 3 069 დო­ლა­რი და 525 ევრო ჰქონ­და; მას­ვე ნაღ­დი ფუ­ლა­დი თან­ხის სა­ხით ავ­ტო­მო­ბი­ლის გა­ყიდ­ვი­დან მი­ღე­ბუ­ლი 7 500 დო­ლა­რი ჰქონ­და. დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის მი­ხედ­ვით, ის არის შპს Intermanagement-ს 100%-იანი წი­ლის მფლო­ბე­ლი და დი­რექ­ტო­რი, თუმ­ცა რო­გორც დეკ­ლა­რა­ცი­ა­შია მი­თი­თე­ბუ­ლი სა­წარ­მოს მუ­შა­ო­ბით შე­მო­სა­ვა­ლი არ მი­უ­ღია... ვრცლად