"იმედია ახლა მაინც გაარკვევთ ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს , რომ ცილისწამებლური განცხადებები დაეწერა ჩემს წინააღმდეგ და გაევრცელებინა პირადი ცხოვრების მასალები" - ეკა ბესელია - კვირის პალიტრა

"იმედია ახლა მაინც გაარკვევთ ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს , რომ ცილისწამებლური განცხადებები დაეწერა ჩემს წინააღმდეგ და გაევრცელებინა პირადი ცხოვრების მასალები" - ეკა ბესელია

"ქოლცენტრების ორგანიზებულ დანაშაულთან ერთად, იმედია ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს , რომ შეკვეთილი, ცილისწამებლური განცხადებები დაეწერა წლების განმავლობაში ჩემს წინააღმდეგ, გაევრცელებინა პირადი ცხოვრების მასალები, დაებრალებინა არაერთი სიცრუე…", - ამის შესახებ ეკა ბესელია სოციალურ ქსელში წერს.

"ვერც კი ჩამოვთვლი …ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ ? ან თავად კილაძე მოყვება ან პროკურატურა დაადგენს …ველოდები ამ კითხვებზე პასუხს!" - წერს ბესელია.

ლისო კილაძე "ქოლცენტრების" საქმეზეა დაკავებული - ბრალი წარედგინა ოთარ ფარცხალაძესაც