"ქვეყანაში ისეთი ქაოსი და განუკითხაობაა, ელისო კილაძე კი არა, ხვალ კობახიძე რომ დააკავონ, ის არ გამიკვირდება" - ტატა ხვედელიანი
ჩვენს ქვეყანაში ისეთი ქაოსი და განუკითხაობაა, ელისო კილაძე კი არა, ხვალ კობახიძე რომ დააკავონ, ის არ გამიკვირდება, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის” დეპუტატმა, ტატა ხვედელიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც “ქრონიკა+”-ის დამფუძნებლის, ელისო კილაძის დაკავებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, საქართველოში ქაოსი და შერჩევითი სამართლით ქვეყნის მართვის პრეცედენტია შექმნილი.
„ელისო კილაძე კი არა, კობახიძე რომ დააკავონ ხვალ, გაგიკვირდებათ? ჩვენს ქვეყანაში ქაოსი და შერჩევითი სამართლით ქვეყნის მართვის პრეცედენტია შექმნილი. რასაც ჩვენ გუშინ სასამართლოს ეზოში ვუყურეთ, ეს არის „ოცნების” პოლიტიკის შედეგი და ის, რომ ქაოსი და კრიმინალის თარეში ხდება საქართველოში. ეს არის ის, რომ ქართველი დედა დღემდე ხუთი წლის განმავლობაში თავისი შვილის მკვლელების დასჯას ითხოვდა , ამის შესახებ ყველა ინფორმაცია ჰქონდათ შესწავლილი, ჩანაწერები ჰქონდათ და ხუთი წელი ინახავდნენ. არ იბადება შეკითხვები, რატომ მოხდა ეს ყველაფერი?
ჩვენს ქვეყანაში ისეთი ქაოსი და განუკითხაობაა, ელისო კილაძე კი არა, ხვალ კობახიძე რომ დააკავონ ის არ გამიკვირდება”,- გამაცხადა ტატა ხვედელიანმა.
ცნობისთვის, პროკურატურის ინფორმაციით, ელისო კილაძე ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე დააკავეს.
"ინტერპრესნიუსი"