ქართულმა ბანკებმა 1.030 მლრდ ლარის ქონება დაისაკუთრეს - ქონების 77% 2 ბანკზე მოდის
2025 წლის მეოთხე კვარტლის მდგომარეობით, საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკებისა და მიკრობანკების ანგარიშზე 1.030 მლრდ ლარის ღირებულების დასაკუთრებული ქონებაა. ამის შესახებ კომერციული ბანკების ანგარიშგებაშია აღნიშნული. დასაკუთრებული ქონების თითქმის 77% კი 2 ბანკზე მოდის.
ფინანსური ანგარიშგებების მიხედვით, დასაკუთრებული ქონების მოცულობის მიხედვით, Top-5 ბანკში შედის:
თიბისი ბანკი – 422 062 188 ლარის;
sაქართველოს ბანკი – 365 734 805 ლარი;
ბაზის ბანკი – 54 025 526 ლარი;
ქართუ ბანკი - 47 089 691 ლარი;
ტერა ბანკი - 42 471 376 ლარი