ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმის განხილვის პარალელურად, სასამართლოსთან მომხდარ ჩხუბთან დაკავშირებით 15 პირია დაკავებული - კვირის პალიტრა

ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმის განხილვის პარალელურად, სასამართლოსთან მომხდარ ჩხუბთან დაკავშირებით 15 პირია დაკავებული

თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმდებარედ ფიზიკური დაპირისპირების საქმეზე 15 ადამიანია დაკავებული. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და ჯერჯერობით უცნობია რა მუხლის დარღვევას ედავება საგამოძიებო უწყება დაკავებულებს.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის ანგარებით, შეკვეთით მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ძმების, დავით და გიორგი მიქაძეებისა და გიორგი ჯოხაძის სასამართლო პროცესის პარალელურად, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა