თბილისში გაუჩინარებულ ლატვიის 24 წლის მოქალაქეს ეძებენ - რა არის ცნობილი ეველინა სმირნოვაზე?
თბილისში ახალგაზრდა ქალს, ლატვიის 24 წლის მოქალაქეს, ეველინა სმირნოვას ეძებენ. ამის შესახებ ცნობილი მისი ძმისგან გახდა, რომელმაც facebook ჯგუფში - Expats in Tbilisi დაწერა.
მისივე ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი კვირას, 15 თებერვალს დაიკარგა, ხოლო პოლიციას იმავე ღამეს მიმართეს.
როგორც ambebi.ge - ს შსს-ში განუცხადეს, სამძებრო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
"ყველა შესაბამისი ღონისძიება ტარდება ახალგაზრდა ქალის მოსაძებნად", - ამბობენ უწყებაში. გააგრძელეთ კითხვა