"მზად ვარ, ყველაფერი შევუნდო, თუ..." - რა უსურვა გია ხუხაშვილმა ბიძინა ივანიშვილს 70 წლის იუბილეზე - კვირის პალიტრა

"მზად ვარ, ყველაფერი შევუნდო, თუ..." - რა უსურვა გია ხუხაშვილმა ბიძინა ივანიშვილს 70 წლის იუბილეზე

"პირველ რიგში ივანიშვილს ვუსურვებდი ქართულ პოლიტიკაში ჩრდილიდან გამოსვლას და საკუთარი როლის ლეგალიზაციას. ბუჩქებში ყოფნას აზრი არ აქვს, რადგან იგი ამით ყველაფერ იმაზე, რაც ქვეყანაში ხდება პასუხიმგებლობას ვერ აიცილებს. პირიქით, რაც მისი ბრალი არა, ისიც მას ბრალდება", - ამის შესახებ ექსპერტი გია ხუხაშვილი "ინტერპრესნიუსისთვის" მიცემულ ინტერვიუში აცხადებს კითხვაზე -18 თებერვალს „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს 70 წელი შეუსრულდა. სოციალური ქსელის ქართულ სეგმენტში ამ თემაზე მრავლად იყო მილოცვები. თქვენ ბატონ ივანიშვილთან ურთიერთობის საკმაოდ დიდი გამოცდილება გაქვთ. თქვენ რას უსურვებდით ბატონ ბიძინა ივანიშვილს?

"ივანიშვილს ვუსურვებდი იმის გაკეთებას, რაც მას შეუძლია - ქვეყანა დააბრუნოს ნორმალური განვითარების გზაზე. ეს მისთვისაც კარგი იქნებოდა, რადგან ის ახლა ტრაგიკულ გზაჯვარედინზე დგას. მას აქვს არჩევანი ვისი სახელით უნდა შევიდეს საქართველოს ისტორიაში - უნდა იყოს სერგო ორჯონიკიძე, თუ ერეკლე მეორე უნდა იყოს, რაზეც აქვს პრეტენზია.

რამდენიც არ უნდა იზრუნოს სიცოცხლის გახანგძლივებაზე. იმაზეც უნდა იფიქროს, რომ ყველა სიკვდილის შვილები ვართ და მისმა შვილებმა უნდა იამაყონ თავისი მამით.

ივანიშვილს ვუსურვებ იმას, რომ ქვეყნის შემობრუნება დაეწყოს. მას აქვს ამის რესურსი. ჩვენი ხალხი შემდობი ხალხია. შეიძლება შეუნდონ კიდეც. პირადად მე, მზად ვარ თუ ივანიშვილი ამ ქვეყანაში რამეს სასიკეთოდ გააკეთებს, ყველაფერი შევუნდო", - ამბობს ხუხაშვილი.

წაიკითხე ვრცლად: გია ხუხაშვილი - ავტორიტარული მიდრეკილების გარდა, ჩვენ გვყავს აბსოლუტურად არაკომპეტენტური ხელისუფლება