ჩარლს მესამის ძმა, ენდრიუ უინძორი, ეპშტეინის საქმესთან დაკავშირებით დააკავეს - კვირის პალიტრა

ჩარლს მესამის ძმა, ენდრიუ უინძორი, ეპშტეინის საქმესთან დაკავშირებით დააკავეს

დიდი ბრიტანეთის მეფის ძმა, ენდრიუ ეპშტეინის საქმესთან დაკავშირებით დააკავეს, - ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

პოლიციის განცხადებით, დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III-ის ძმა და ყოფილი პრინცი ენდრიუ მაუნტბატენ უინძორი თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ეჭვის საფუძველზე დააკავეს.

„დღეს დავაკავეთ 60 წელს გადაცილებული ასაკის მამაკაცი ნორფოლკიდან. იგი ამ დროისთვის პატიმრობაში რჩება. დაკავებული მამაკაცის ვინაობას არ გავასაჯაროებთ“, - ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.

გამოცემის ინფორმაციით, ნორფოლკში მდებარე სანდრინგემის მამულში, სადაც ენდრიუ უინძორის სასახლის დატოვების შემდეგ ცხოვრობს, ჩხრეკა მიმდინარეობს.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა