რას წარმოადგენს სინციტიური ვირუსი, რომელიც 3 წლამდე ბავშვებში ბრონქიტს და 60 წელს გადაცილებულ პირებში ფილტვების ანთებას იწვევს - ივანე ჩხაიძის განმარტება - კვირის პალიტრა

რას წარმოადგენს სინციტიური ვირუსი, რომელიც 3 წლამდე ბავშვებში ბრონქიტს და 60 წელს გადაცილებულ პირებში ფილტვების ანთებას იწვევს - ივანე ჩხაიძის განმარტება

გრიპი აღარ არის დომინანტური - ძალიან მოიმატა რესპირატორულ სინციტიურმა ვირუსმა, რომელიც 3 წლამდე ბავშვებში ბრონქიოლიტის განვითარებას განაპირობებს და 60 წელს გადაცილებულ პირებში ფილტვების ანთებას, - ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, პროფესორმა ივანე ჩხაიძემ „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა.

მისივე თქმით, ახლა, გრიპის ვირუსის გავრცელების ჯამური ხვედრითი წილი არის 23%, საიდანაც ყველაზე მეტი ე.წ. ჰონგ კონგის ვირუსია.

„2025-2026 წლის სეზონზე, საქართველოში გრიპის შემთხვევების მატების მაქსიმალური რაოდენობა დაფიქსირდა დეკემბრის ბოლო ორი კვირას. შემდეგ, თანდათან შემცირდა ინფიცირებულების რაოდენობა. ეს სტატისტიკა ეხება როგორც გრიპს, ასევე მიმართვას პირველადი ჯანდაცვის სტაციონარებში. აღნიშნულ პერიოდში, გრიპისმაგვარი დაავადებების შემთხვევები იყო 361 შემთხვევა 100 ათასს მოსახლეზე.

ახლანდელ მდგომარეობას რაც შეეხება, თებერვლის პირველ - მეორე კვირას, როგორც გრიპისმაგვარი დაავადებების, ისე მძიმე მწვავე რესპირაციული სინდრომის იდენტიფიცირების მხრივ შემთხვევების მატება გადავლილია, თუმცა, გრიპის შემთხვევებმა შეიძლება მოიმატოს დარჩენილ ორ თვეში.

გრიპი არის ქვეყანაში, მისი აქტიურობა გრძელდება, თუმცა, თუ გადავხედავთ სხვა ვირუსებს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახლა, თებერვლის პირველ და მეორე კვირას გრიპი აღარ არის დომინანტური ვირუსი. ახლა, გრიპის ჯამური ხვედრითი წილი არის 23%, აქედან ყველაზე მეტი არის H3H2 ტიპის ვირუსი, ე.წ. ჰონგ კონგი.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა