"დონალდ ტრამპი მზად არის განიხილოს ირანის წინადადება ურანის „სიმბოლურად“ გამდიდრების შესახებ, თუმცა სხვა ვარიანტებიც განიხილება, კერძოდ, ირანის უზენაესი ლიდერის ლიკვიდაცია" - Axios - კვირის პალიტრა

"დონალდ ტრამპი მზად არის განიხილოს ირანის წინადადება ურანის „სიმბოლურად“ გამდიდრების შესახებ, თუმცა სხვა ვარიანტებიც განიხილება, კერძოდ, ირანის უზენაესი ლიდერის ლიკვიდაცია" - Axios

დონალდ ტრამპი მზად არის განიხილოს ირანის წინადადება ურანის „სიმბოლურად“ გამდიდრების შესახებ, თუმცა სხვა ვარიანტებიც განიხილება, კერძოდ, ირანის უზენაესი ლიდერის ლიკვიდაცია, - ინფორმაციას გამოცემა Axios-ი ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მზად არის განიხილოს წინადადება, რომელიც ირანს ურანის „სიმბოლურად“ გამდიდრების საშუალებას მისცემს, თუმცა ამან ბომბის შექმნის შესაძლებლობა უნდა გამორიცხოს.

ამასთან, გამოცემა წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტს შესაძლო სამხედრო ვარიანტებიც წარუდგინეს, კერძოდ, ერთ-ერთი მათგანი აშშ-ის მიერ ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეისა და მისი შვილის ლიკვიდაციას გულისხმობს. გააგრძელეთ კითხვა