"რა გასაკვირია, თუ ისტორია მეორდება? 9 აპრილსაც იქ იდგნენ, სადაც უნდა მდგარიყვნენ ქართველი მსახიობები... ბოლო წლებში მათ დაწერეს ქართული თეატრის ისტორიის ახალი თავი" - რას წერს დათა თავაძე?
რეჟისორი დათა თავაძე ეხმაურება მსახიობების გადაწყვეტილებას ვასო აბაშიძის თეატრიდან წასვლასთან დაკავშირებით და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
"როცა “თეატრს ვსწავლობდით”, მსახიობების ყველაზე დიდი თავგანწირვა, რაზეც მოგიყვებოდნენ ის იყო, უკეთეს შემთხვევაში, სიცხიანები რომ თამაშობდნენ სპექტაკლებს… დიდად არავინ მოგიყვანდათ მაგალითად არც ოციანი და არც უახლოესი წლების წინააღმდეგობებს - არ გეტყოდათ მსახიობებზე, სასწორზე რომ დადეს ყველაზე ძვირფასი და 9 აპრილს იქ იდგნენ, სადაც უნდა მდგარიყო ქართველი მსახიობი. ბოლოს, მათაც დატოვეს [გააგდეს?] თავისი თეატრი.
რა გასაკვირია, თუ ისტორია მეორდება? იგივე ხალხს უჭირავს ძალა და ბებიების ბრძოლებს შვილიშვილები აგრძელებენ… [ახლა რამ გამახსენა იზა გიგოშვილი? მერე რა, თუ ოთხი დღის წინ 90 შეუსრულდებოდა, არც გახსენებია ვინმეს - (არც სამინისტროს, არც მის თეატრს… რა კარგია, რომ ჯერ კიდევ სახიფათოა!) - მადლობა ღმერთს!]დღეს, გუშინ და ბოლო წლების განმავლობაში, ქართველმა მსახიობებმა დაწერეს ქართული თეატრის ისტორიის ახალი თავი. გააგრძელეთ კითხვა