"საქართველოში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას იტალიელი დიზაინერის 20 წლის შვილი ემსხვერპლა" - რას წერს იტალიური მედია
ცნობილი იტალიელი დიზაინერისა და მეწარმის ლუკა ბალარინის შვილი საქართველოში ტრაგიკულად დაიღუპა. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს. შემთხვევა თხილამურებით სრიალისას მოხდა.
20 წლის პიეტრო ბალარინის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია მისმა მამამ დაადასტურა, თუმცა მომხდარის დეტალებზე არაფერი უთქვამს.
"პიეტრო საქართველოში მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. თხილამურებით სრიალებდა, როდესაც უბედური შემთხვევა მოუვიდა. ის ბედნიერი გარდაიცვალა, იმას აკეთებდა, რაც ყველაზე მეტად უყვარდა: მთებში თხილამურებით სრიალი. ეს ჩვენი ბოლო ფოტოა ერთად, იმ მრავალი მშვენიერი და ჰარმონიული მომენტიდან ერთ-ერთი“, - დაწერა ლუკა ბალარინიმ სოციალურ ქსელში. გააგრძელეთ კითხვა