"პუტინმა მესამე მსოფლიო ომი უკვე დაიწყო და უნდა შეჩერდეს" - კვირის პალიტრა

"პუტინმა მესამე მსოფლიო ომი უკვე დაიწყო და უნდა შეჩერდეს"

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკვე დაიწყო მესამე მსოფლიო ომი და ის უნდა შეაჩერონ.

„მიმაჩნია, რომ პუტინმა ის უკვე დაიწყო. საკითხავი ისაა, რამდენი ტერიტორიის ხელში ჩაგდებას შეძლებს და როგორ უნდა შევაჩეროთ ის. რუსეთს სურს მსოფლიოს თავს მოახვიოს ცხოვრების განსხვავებული წესი და შეცვალოს ის ცხოვრება, რომელიც ხალხმა თავად აირჩია“, - აღნიშნა ზელენსკიმ BBC-სთან ინტერვიუში.

კითხვაზე, რა შეიძლება ითქვას რუსეთის მოთხოვნაზე, რომ უკრაინამ გადასცეს დონეცკის აღმოსავლეთ რეგიონის 20%, რომელსაც ის ჯერ კიდევ აკონტროლებს - ქალაქების ხაზი, რომელსაც უკრაინა „ქალაქ ციხესიმაგრეებს“ უწოდებს - ასევე მეტი ტერიტორია ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში, არის თუ არა ეს გონივრული მოთხოვნა და გამოიწვევს თუ არა ცეცხლის შეწყვეტას, უკრაინის პრეზიდენტმა უპასუხა :

„მე ამას სხვაგვარად ვუყურებ. მე ამას უბრალოდ მიწად არ ვუყურებ. მე ამას მიტოვებად აღვიქვამ - ჩვენი პოზიციების შესუსტებად, იქ მცხოვრები ასობით ათასი ჩვენი ადამიანის მიტოვებად. ასე ვხედავ მე ამას. დარწმუნებული ვარ, რომ ეს „გასვლა“ ჩვენს საზოგადოებას გაყოფს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

კითხვაზე, დააკმაყოფილებს თუ არა პუტინს ამ მოთხოვნის შესრულება, ზელენსკიმ უპასუხა:

„ალბათ, გარკვეული დროით დააკმაყოფილებს. მას პაუზა სჭირდება, მაგრამ როგორც კი გაჯანსაღდება, სად წავა შემდეგ? არ ვიცით, მაგრამ ის, რომ მას [ომის] გაგრძელებას მოისურვებს, ფაქტია“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

გააგრძელეთ კითხვა

IPN