"ვინ ეკითხება ესტონეთის საელჩოს საქართველოში განსახორციელებელი რეფორმები?! - ყველამ მიხედოს თავის ქვეყანას" - კახა კალაძე - კვირის პალიტრა

"ვინ ეკითხება ესტონეთის საელჩოს საქართველოში განსახორციელებელი რეფორმები?! - ყველამ მიხედოს თავის ქვეყანას" - კახა კალაძე

ესტონეთის საელჩო ნათელი მაგალითია, როგორ ერევიან თუნდაც გარედან. ვინ ეკითხება ესტონეთის საელჩოს ქვეყანაში განსახორციელებელ რეფორმაზე გააკეთოს განმარტებები?! ყველამ მიხედოს თავის ქვეყანას და გააკეთოს თავისი საქმე, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოში ესტონეთის საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ პოსტს, წარწერით: „ჩვენ ვდგავართ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გვერდით“.

მისივე თქმით, მიმდინარეობს განათლების რეფორმა, რომელიც ახალგაზრდებისთვის, მომავალი თაობისთვის მნიშვნელოვანია.

„აბსოლუტურად გაუგებარია. მიმდინარეობს განათლების ფერომა, რომელიც ახალგაზრდებისთვის, მომავალი თაობისთვის მნიშვნელოვანია. მგონი, ყველა ვთანხმდებით, რომ განათლების მიმართულებით იყო ხარვეზები, კრიტიკას ვერ უძლებდა აღნიშნული მიმართულება და როგორც კი პრემიერმა დააანონსა მნიშვნელოვანი რეფორმები, რათა ავამაღლოთ განათლების მიმართულებით კვალიფიკაცია, ცოდნის დონე, მაშინვე დაიწყო შეტევა განათლების რეფორმაზე, შეტევები, პოლიტიზება“, - აღნიშნა კალაძემ.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა