"ნატო-მ რუსეთის მიერ ბელარუსში განლაგებული „ორეშნიკის“ რაკეტები ლეგიტიმურ სამიზნედ უნდა მიიჩნიოს" - ვოლოდიმირ ზელენსკი - კვირის პალიტრა

"ნატო-მ რუსეთის მიერ ბელარუსში განლაგებული „ორეშნიკის“ რაკეტები ლეგიტიმურ სამიზნედ უნდა მიიჩნიოს" - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ ნატო-მ რუსეთის მიერ ბელარუსში განლაგებული საშუალო რადიუსის „ორეშნიკის“ რაკეტები ლეგიტიმურ სამხედრო სამიზნედ უნდა განიხილოს.

უკრაინის პრეზიდენტმა ამის შესახებ ბელარუსულ ოპოზიციურ მედიასაშუალება „ზერკალოსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთი და ბელარუსი „შოუს“ აწყობენ „ორეშნიკის“ სისტემის ბელარუსის ტერიტორიაზე განლაგებით, ჯერჯერობით მიწოდებულია მხოლოდ „შესაბამისი მანქანები“ და არა მთელი სისტემა.

„ჩემი აზრით, ნატო-მ „ორეშნიკი“ ლეგიტიმურ სამიზნედ უნდა მიიჩნიოს. უკრაინა, თავის მხრივ, შეაფასებს ამ საფრთხეს. თუმცა, მან (ალექსანდრე ლუკაშენკომ) არ უნდა ითამაშოს თამაშები, რადგან ამ ნაბიჯების შემდეგ რუსები „ორეშნიკს“ ბელარუსის ტერიტორიაზე ლუკაშენკოსთან კონსულტაციის გარეშე შეიტანენ“, - განაცხადა ზელენსკიმ.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა