მოსკოვის რკინიგზის სადგურზე აფეთქება მოხდა - დაიღუპა 2 ადამიანი - კვირის პალიტრა

მოსკოვის რკინიგზის სადგურზე აფეთქება მოხდა - დაიღუპა 2 ადამიანი

რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში, საველოვსკის რკინიგზის სადგურზე წუხელ აფეთქება მოხდა, დაიღუპა ორი ადამიანი, ორი კი დაშავდა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაახლოებით ღამის 00:05 საათზე უცნობი პირი საპატრულო მანქანაში მყოფ პატრულის თანამშრომლებს მიუახლოვდა, რის შემდეგაც ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა.

დაიღუპნენ საგზაო პოლიციის თანამშრომელი და ეჭვმიტანილი. კიდევ ორი ​​პოლიციელი დაშავდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა