რუსეთის დაზვერვის სენსაციური განცხადება - "დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი უკრაინისთვის "აპოკალიფსის" იარაღის გადაცემას გეგმავენ" - კვირის პალიტრა

რუსეთის დაზვერვის სენსაციური განცხადება - "დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი უკრაინისთვის "აპოკალიფსის" იარაღის გადაცემას გეგმავენ"

დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი უკრაინისთვის ბირთვული იარაღის გადაცემას გეგმავენ, - ამის შესახებ განცხადებას რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის პრესსამსახური ავრცელებს.

„ლონდონი და პარიზი კიევის ბირთვული ბომბით შეიარაღებისთვის ემზადებიან. ბრიტანული და ფრანგული ელიტა მარცხზე შეგუებისთვის მზად არ არიან. თვლიან, რომ უკრაინას „ვუნდერვაფით“ აღჭურვა სჭირდება და კიევი საომარი მოქმედებების დასრულებისთვის უფრო ხელსაყრელი პირობების მოთხოვნას შეძლებს, თუ მას ბირთვული ბომბი ან სულ მცირე, ე.წ. „ბინძური“ ბომბი ექნება“, - ნათქვამია განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა