"აცაბაცა კაცი აუცილებლად უნდა მოვიდეს სასამართლოში... დამიმტკიცოს ის ცილისწამება, რომელიც დიდ მორალურ ზიანს მაყენებს" - ნანკა კალატოზიშვილი "უცნობს" უჩივის - კვირის პალიტრა

"აცაბაცა კაცი აუცილებლად უნდა მოვიდეს სასამართლოში... დამიმტკიცოს ის ცილისწამება, რომელიც დიდ მორალურ ზიანს მაყენებს" - ნანკა კალატოზიშვილი "უცნობს" უჩივის

ქარ­თულ მე­დი­ა­სივ­რცე­ში მო­რი­გი სკან­და­ლი აგორ­და. და­პი­რის­პი­რე­ბის მი­ზე­ზი ამ­ჯე­რად გია გა­ჩე­ჩი­ლა­ძის (უც­ნო­ბი) მიერ თა­ვის გა­და­ცე­მა­ში გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი ის­ტო­რია გახ­და, რო­მე­ლიც მსა­ხი­ობ ნან­კა კა­ლა­ტო­ზიშ­ვილ­სა და ექ­სპრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს ეხე­ბა. მსა­ხი­ობ­მა „უც­ნო­ბის“ ბრალ­დე­ბებს მწვა­ვედ უპა­სუ­ხა და საქ­მის სა­სა­მარ­თლო­ში გაგ­რძე­ლე­ბა და­ა­ა­ნონ­სა.

რაში ადა­ნა­შა­უ­ლებს „უც­ნო­ბი“ მსა­ხი­ობს?

გია გა­ჩე­ჩი­ლა­ძემ თა­ვის გა­და­ცე­მა­ში გა­იხ­სე­ნა ე.წ. "საკ­ნე­ბის აქ­ცი­ე­ბის“ პე­რი­ო­დი, რო­დე­საც ოპო­ზი­ცია მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რში მყოფ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან მი­ვი­და. გა­ჩე­ჩი­ლა­ძის მტკი­ცე­ბით, მა­შინ­დელ­მა პრე­ზი­დენ­ტმა შე­ნო­ბა უკა­ნა კა­რი­დან ნან­კა კა­ლა­ტო­ზიშ­ვილ­თან ერ­თად და­ტო­ვა.

"გა­მო­ვი­და შიგ­ნი­დან ინ­ფორ­მა­ცია მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რი­დან, რომ ქალ­ბა­ტონ კა­ლა­ტო­ზიშ­ვილ­თან ერ­თად იყო მა­შინ... უკ­ნი­დან გა­ა­პა­რეს, სხვა­თა შო­რის, ვერც გა­მო­ვი­და მა­შინ წინ. ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბის­გან რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ეს რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი სუ­ლის­კვე­თე­ბა? ალ­ბათ, უფრო “კლა­რა ცეტ­კი­ნი“ უნდა და­ვარ­ქვა მას პი­რა­დად... ყვე­ლამ ყვე­ლა­ფე­რი იცის ამ პა­ტა­რა ქა­ლაქ­ში,“ - გა­ნა­ცხა­და გა­ჩე­ჩი­ლა­ძემ.

ნან­კა კა­ლა­ტო­ზიშ­ვი­ლის პა­სუ­ხი და სა­სა­მარ­თლო სარ­ჩე­ლი

მსა­ხი­ობ­მა ბრალ­დე­ბებს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში­ვე უპა­სუ­ხა და აღ­ნიშ­ნა, რომ გა­ჩე­ჩი­ლა­ძის მო­ნა­ყო­ლი სრუ­ლი სიც­რუ­ეა. მისი თქმით, მას ჰყავს მოწ­მე­ე­ბი, რომ­ლებ­თან ერ­თა­დაც აღ­ნიშ­ნულ მოვ­ლე­ნებს ტე­ლე­ვი­ზი­ით უყუ­რებ­და.

"იქ­ნებ ვინ­მე ად­ვო­კა­ტი და­მეხ­მა­როთ, ცი­ლის­წა­მე­ბის­თვის რომ ვუ­ჩივ­ლო. თან მოწ­მე­ე­ბი მყავს, ვის სახ­ლშიც ვუ­ყუ­რებ­დი ტე­ლე­ვი­ზი­ით ამ მარ­ჯა­ნიშ­ვილ­ში სა­ა­კაშ­ვილ­თან მი­ვარ­დნას... ეს ცალ­მხრი­ვი, ქო­ცე­ბის ცი­ლის­წა­მე­ბა­ზე ჩი­ვი­ლე­ბის დრო უნდა დამ­თავ­რდეს. თუ აქამ­დე და­ვიდ­ნენ, ესე იგი გუ­შინ ძა­ლი­ან გა­მიმ­წა­რე­ბია,“ - და­წე­რა მსა­ხი­ობ­მა Facebook-ზე. გააგრძელეთ კითხვა