"დასავლელმა მოხალისეებმა რთულ პირობებს ვერ გაუძლეს... ქართველები აგრძელებენ ბრძოლას" - მამუკა მამულაშვილის ინტერვიუ - კვირის პალიტრა

"დასავლელმა მოხალისეებმა რთულ პირობებს ვერ გაუძლეს... ქართველები აგრძელებენ ბრძოლას" - მამუკა მამულაშვილის ინტერვიუ

დღეს ოთხი წელი გა­ვი­და იმ დღი­დან, როცა 2022 წლის 24 თე­ბერ­ვალს რუ­სეთ­მა უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ სრულ­მას­შტა­ბი­ა­ნი ომი და­ი­წყო. ეს არის თა­რი­ღი, რო­მელ­მაც არა მხო­ლოდ ევ­რო­პის უსაფრ­თხო­ე­ბის არ­ქი­ტექ­ტუ­რა, არა­მედ ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნის ბედი და მთე­ლი რე­გი­ო­ნის პო­ლი­ტი­კუ­რი რე­ა­ლო­ბა შეც­ვა­ლა. ამ ოთხმა წელ­მა ომის ქრო­ნი­კა აქ­ცია ყო­ველ­დღი­უ­რო­ბად, სა­დაც ფრონ­ტის ხაზი მხო­ლოდ გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი ზოლი აღარ არის და ის ადა­მი­ა­ნე­ბის პი­რად ის­ტო­რი­ებ­ზე, და­ნა­კარ­გებ­სა და გამ­ძლე­ო­ბა­ზე გა­დის.

უკ­რა­ი­ნა­ში მებ­რძო­ლი ქარ­თვე­ლე­ბის­თვის ეს ბრძო­ლა მხო­ლოდ სხვა ქვეყ­ნის დაც­ვის მცდე­ლო­ბა არ არის, ისი­ნი მას სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბის, ის­ტო­რი­უ­ლი მეხ­სი­ე­რე­ბი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის გან­ცდის ბუ­ნებ­რივ გაგ­რძე­ლე­ბად აღიქ­ვა­მენ.

- რა შე­იც­ვა­ლა ოთხი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ფრონტზე, რო­გო­რია მებ­რძო­ლე­ბის დღე­ვან­დე­ლი გან­წყო­ბა და რა გაკ­ვე­თი­ლებს აძ­ლევს ეს ომი სა­ქარ­თვე­ლოს, ამ სა­კი­თხებ­ზე "ქარ­თუ­ლი ლე­გი­ო­ნის" მე­თა­ურს, მა­მუ­კა მა­მუ­ლაშ­ვილს ვე­სა­უბ­რე­ბით:

- უკ­რა­ი­ნა ამ ოთხი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ფაქ­ტობ­რი­ვად თავ­დაც­ვით რე­ჟიმ­ში იბ­რძო­და, რად­გან არ ჰქონ­და იმ რა­ო­დე­ნო­ბის ია­რა­ღი, რაც მის­ცემ­და შე­საძ­ლებ­ლო­ბას უფრო მას­შტა­ბუ­რად წა­სუ­ლი­ყო წინ, გა­ე­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­ნა ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი და მშვი­დო­ბა და­ემ­ყა­რე­ბი­ნა. სამ­წუ­ხა­როდ, პარტნი­ორ­მა ქვეყ­ნებ­მა ვერ მო­ა­ხერ­ხეს სა­ჭი­რო დახ­მა­რე­ბის სრუ­ლად უზ­რუნ­ველ­ყო­ფა, თუმ­ცა იმე­დი მაქვს, რომ ეს ვი­თა­რე­ბა შე­იც­ვლე­ბა და უკ­რა­ი­ნა ევ­რო­პას­თან ერ­თად შეძ­ლებს სამ­ხედ­რო წარ­მო­ე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბას.

- ბრი­ტა­ნულ „გარ­დი­ან­ში“ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სტა­ტი­ა­ში, ჟურ­ნა­ლის­ტი სა­ი­მონ ტის­და­ლი ამე­რი­კის პო­ლი­ტი­კას უკ­რა­ი­ნის მი­მართ "ყვე­ლა­ზე დიდ ღა­ლა­ტად" აფა­სებს და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას რო­გორც დო­ნალდ ტრამპს, ისე მის წი­ნა­მორ­ბე­დებს აკის­რებს, ევ­რო­პას კი უფრო ქმე­დი­თი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმის­კენ მო­უ­წო­დებს. რამ­დე­ნად სა­მარ­თლი­ა­ნად მი­გაჩ­ნი­ათ ასე­თი მკვეთ­რი შე­ფა­სე­ბე­ბი და ასა­ხავს თუ არა ეს და­სავ­ლე­თის რე­ა­ლურ პო­ლი­ტი­კას უკ­რა­ი­ნის მი­მართ?'

- დღე­ვან­დე­ლი ამე­რი­კუ­ლი პო­ლი­ტი­კა მარ­თლაც ბევრ კი­თხვას აჩენს. შე­ერ­თე­ბულ­მა შტა­ტებ­მა ვერ შეძ­ლო, ან არ ისურ­ვა, სრულ­ფა­სოვ­ნად და­ე­ჭი­რა მხა­რი. ვხე­დავთ ტრამ­პის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის რბილ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას რუ­სე­თის მი­მართ, რაც დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის უგუ­ლე­ბელ­ყო­ფად აღიქ­მე­ბა. ამე­რი­კა უნდა ყო­ფი­ლი­ყო ერთ-ერთი მთა­ვა­რი მხარ­დამ­ჭე­რი, თუმ­ცა მხარ­და­ჭე­რა არც პო­ლი­ტი­კურ და არც სამ­ხედ­რო დო­ნე­ზე საკ­მა­რი­სი არ აღ­მოჩ­ნდა. დღეს ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნე­ბი ყი­დუ­ლო­ბენ ამე­რი­კის­გან ია­რაღს, რომ უკ­რა­ი­ნას და­ეხ­მა­რონ. აი, ეს არის სი­მარ­თლე. გააგრძელეთ კითხვა