ჰოლივუდური ოჯახის ტრაგედია - მშობლების მკვლელობაში ბრალდებულს სიკვდილით დასჯა ემუქრება, ნიკ რაინერი დანაშაულს არ აღიარებს
ლოს ანჯელესში ამერიკელი რეჟისორისა და მსახიობის, რობ რაინერის შვილს, ნიკ რაინერის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. 32 წლის რაინერს ბრალად მშობლების მკვლელობა ედება. ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს.
რაინერი დეკემბერში დააკავეს და მას შემდეგ წინასწარ პატიმრობაში რჩება. ლოს-ანჯელესის ოლქის სახალხო დამცველის ოფისის ცნობით, მას ამჟამად სახალხო დამცველის მოადგილე კიმბერლი გრინი წარადგენს.

„სახალხო დამცველის ოფისი აცნობიერებს, თუ რაოდენ მძიმე და წარმოუდგენელი ტრაგედიაა ეს რაინერების ოჯახისა და ლოს-ანჯელესის საზოგადოებისთვის. ჩვენი გულწრფელი თანაგრძნობა რაინერების ოჯახს ამ ურთულეს პერიოდში,“ - ნათქვამია მის განცხადებაში - „გთხოვთ, გამოიჩინოთ მოთმინება და თანაგრძნობა საქმის სამართლებრივი პროცესის მიმდინარეობისას. ეს საქმე რთულია და საჭიროებს ფრთხილ, საფუძვლიან განხილვას.“ გააგრძელეთ კითხვა