"ეს გზა ტაძრისკენ მიმიყვანს"? - რატომ სთხოვდა შევარდნაძე ამ ფრაზის შეცვლას "მონანიების" ავტორებს - კვირის პალიტრა

"ეს გზა ტაძრისკენ მიმიყვანს"? - რატომ სთხოვდა შევარდნაძე ამ ფრაზის შეცვლას "მონანიების" ავტორებს

Ambebi.ge-სა და "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" ერ­თობ­ლი­ვი პრო­ექ­ტის "სა­ხალ­ხო ინ­ტერ­ვი­უს" მო­რი­გი სტუ­მა­რია კი­ნო­რე­ჟი­სო­რი ნანა ჯა­ნე­ლი­ძე. მან მის­თვის გა­მოგ­ზავ­ნილ შე­კი­თხვებს უპა­სუ­ხა. გთა­ვა­ზობთ ინ­ტერ­ვი­უ­დან სა­ინ­ტე­რე­სო ეპი­ზო­დებს, ხოლო "სა­ხალ­ხო ინ­ტერ­ვი­უს" სრუ­ლი ვერ­სი­ის ნახ­ვას კი ქვე­მოთ მი­თი­თე­ბულ ბმულ­ზე შეძ­ლებთ.

ანა:

- ქალ­ბა­ტო­ნო ნანა, რე­ჟი­სო­რო­ბა ვინ­მეს რჩე­ვით გა­და­წყვი­ტეთ? რა­ტომ და რო­დის გა­გიჩ­ნდათ ეს სურ­ვი­ლი - ყო­ფი­ლი­ყა­ვით რე­ჟი­სო­რი?

- რე­ჟი­სო­რო­ბა ნამ­დვი­ლად არ იყო ჩემი სურ­ვი­ლი. თავ­ში აზ­რად არც მო­მი­ვი­დო­და, რე­ჟი­სო­რი გავმხდა­რი­ყა­ვი. სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ ჩა­ბა­რე­ბას სულ სხვა ად­გი­ლას ვა­პი­რებ­დი, მაგ­რამ იმ დროს თბი­ლის­ში კი­ნო­სა­რე­ჟი­სო­რო ფა­კულ­ტე­ტი გა­იხ­სნა. ეს მა­შინ­დელ საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში სა­ო­ცა­რი შემ­თხვე­ვა იყო იმი­ტომ, რომ მხო­ლოდ მოს­კოვ­ში იყო სა­კავ­ში­რო კი­ნო­ინ­სტი­ტუ­ტი - „ვგი­კი“ და თუ ადა­მი­ანს კი­ნო­რე­ჟი­სო­რო­ბა უნ­დო­და, აუ­ცი­ლებ­ლად მოს­კოვ­ში უნდა წა­სუ­ლი­ყო. ჩვე­ნი უდი­დე­სი რე­ჟი­სო­რე­ბის პლე­ა­დას გა­ნათ­ლე­ბა მოს­კოვ­ში, სწო­რედ „ვგიკ­ში“ აქვთ მი­ღე­ბუ­ლი. მოკ­ლედ, თბი­ლის­შიც გა­იხ­სნა კი­ნო­სა­რე­ჟი­სო­რო ფა­კულ­ტე­ტი, მაგ­რამ მსგავ­სი არ­ცერთ სხვა რეს­პუბ­ლი­კა­ში არ მომ­ხდა­რა, ამის უფ­ლე­ბა არ ჰქონ­დათ. ეს უფ­ლე­ბა კაკო დვა­ლიშ­ვილ­მა და რეზო ჩხე­ი­ძემ მო­ი­პო­ვეს. ეს ძა­ლი­ან დიდი გარ­ღვე­ვა იყო იმი­ტომ, რომ ქარ­თვე­ლებს შე­ეძ­ლოთ, კი­ნო­რე­ჟი­სუ­რა სა­ქარ­თვე­ლო­ში ქარ­თულ ენა­ზე ეს­წავ­ლათ. პირ­ვე­ლი ჯგუ­ფი ორმა დიდ­მა რე­ჟი­სორ­მა - თენ­გიზ აბუ­ლა­ძემ და ლანა ღო­ღო­ბე­რი­ძემ აიყ­ვა­ნეს. მათი ასის­ტენ­ტე­ბი იყ­ვნენ - ირაკ­ლი კვი­რი­კა­ძე და ომარ გვა­სა­ლია. ამ ინ­სტი­ტუ­ტის გახ­სნა ისე­თი სა­ინ­ტე­რე­სო კულ­ტუ­რუ­ლი მოვ­ლე­ნა იყო, რომ მშობ­ლებ­მა მირ­ჩი­ეს (18 წლის ვი­ყა­ვი), იქ­ნებ მო­სინ­ჯო და ჩა­ა­ბა­რო, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ლექ­ტო­რე­ბი არი­ან, თან ინ­სტი­ტუ­ტი რუს­თა­ვე­ლის ქუ­ჩა­ზე იყო...

ასე სრუ­ლი­ად გა­ურ­კვევ­ლად, რომ არ ვი­ცო­დი, რა იყო კი­ნო­რე­ჟი­სუ­რა, არც მა­ინ­ტე­რე­სებ­და, შე­ვი­ტა­ნე სა­ბუ­თე­ბი... რო­დე­საც ვა­ბა­რებ­დი, უმ­თავ­რე­სად იყ­ვნენ უკვე ინ­სტი­ტუტ­დამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბი, ჰქონ­დათ დიდი ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა და სათ­ქმე­ლი, ამი­ტომ სრუ­ლი­ად უი­მე­დოდ მივ­დი­ო­დი... ვფიქ­რობ­დი, ასეთ ადა­მი­ა­ნებ­თან ერ­თად რო­გორ უნდა მეს­წავ­ლა, ძა­ლი­ან ახალ­გაზ­რდა ვი­ყა­ვი. მერე რო­დე­საც იმ სა­კონ­კურ­სო სრბო­ლა­ში ჩა­ვე­ბი, ეტყო­ბა, რა­ღაც ნა­პერ­წკა­ლი გაჩ­ნდა. მოკ­ლედ, აღ­მოვ­ჩნდი თენ­გიზ აბუ­ლა­ძის ჯგუფ­ში. მე ვი­ყა­ვი ერ­თა­დერ­თი ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა, ახალ სკო­ლა დამ­თავ­რე­ბუ­ლი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად ჭკვი­ა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბის გუნდში. ესე­ნი იყ­ვნენ - თე­მურ ბაბ­ლუ­ა­ნი, ნანა ჯორ­ჯა­ძე, გია მა­ტა­რა­ძე, რა­მაზ გი­ორ­გო­ბი­ა­ნი, ზურა ინაშ­ვი­ლი, გო­გი­ტა ჭყო­ნია... თუმ­ცა ერთი წელი რომ გა­ვი­და, სა­კუ­თარ თავ­ში დიდი იმე­დე­ბის გაც­რუ­ე­ბა მქონ­და, ვი­ფიქ­რე, რომ ეს ჩემი საქ­მე არ არის და ბა­ტონ თენ­გიზს დიდი რო­მან­ტი­კუ­ლი, გრძნო­ბე­ბით სავ­სე წე­რი­ლი მივ­წე­რე. არ შე­მიძ­ლია აქ ყოფ­ნა, უნდა წა­ვი­დე. ბა­ტონ­მა თენ­გიზ­მა კი შე­მომ­თა­ვა­ზა, მუ­შა­ო­ბას ვი­წყებ „ნატ­ვრის ხეზე“ და იქ­ნებ ჩემ­თან ასის­ტენ­ტად იმუ­შა­ოთ კურ­სმა. ნახე, თუ მო­გე­წო­ნე­ბა, ხომ კარ­გი, თუ არა და სა­დაც გინ­და, იქ ჩა­ა­ბა­რებ... "ნატ­ვრის ხე" აღ­მოჩ­ნდა ალ­ბათ ის დიდი საც­დუ­რი, სა­ტყუ­ა­რა, რო­მელ­მაც მა­ი­ძუ­ლა, ამ პრო­ფე­სი­ა­ში დავ­რჩე­ნი­ლი­ყა­ვი. ვრცლად