"ქართველი პოლიტიკოსების დიდ ნაწილს, ყველაზე მეტად აინტერესებს, რომ მის გოგრას თავს არ დაესხა" - თამარ ჩერგოლეიშვილი
"ქართველი პოლიტიკოსების დიდ ნაწილს, პოლიტიკაში, ყველაზე მეტად აინტერესებს რომ თავს არ დაესხა", - ამის შესახებ ფედერალისტების ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"ანუ არა - არაღიარების სტრატეგია!
არა - ცვლილებების შემდეგ რა ხდება და როგორ ვცვლით ჩვენი მოქალაქეების ცხოვრებას!
არა ეკონომიკური პოლიტიკა!
არა სიღატაკის დაძლევა!
არა ქვეყნის სისტემური მოწყობა!
არამედ მის გოგრაზე დაუსხმელობა. მე, მე, მე, მე, მე, მე, მე ..
.პოლიტიკა კი არ უყვართ, თავისი თავი უყვართ - პოლიტიკაში. ამიტომ ვერ ქმნიან პოლიტიკას, ამიტომაა სრულიად უინტერესო და მოსაწყენი მათთან თანამშრომლობა და ამიტომ იფლანგება დრო სრულ უაზრობებზე", - წერს ჩერგოლეიშვილი.