"ზელენსკი არის უმადური ადამიანი..." - შალვა პაპუაშვილი - კვირის პალიტრა

"ზელენსკი არის უმადური ადამიანი..." - შალვა პაპუაშვილი

ზელენსკი არის უმადური ადამიანი, ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინელ ხალხს - ზელენსკის საბოლოო განაჩენს თავად უკრაინელი ხალხი გამოუტანს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, როგორ შეაფასებს იმ ფაქტს რომ „საქართველოს მიმართ უსაფუძვლო კრიტიკა ისმის უკრაინასთან დაკავშირებით, იმ ფონზე, რომ რეზოლუციას, რომლის სახელწოდებაა „უკრაინაში მყარი მშვიდობის მხარდაჭერა“, 107-მა სახელმწიფომ დაუჭირა მხარი, მათ შორის საქართველომ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და უნგრეთმა კი თავი შეიკავა“.

მისივე თქმით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი არ იჩენს მადლიერებას არც ამერიკის შეერთებული შტატების, არც საქართველოს მიმართ

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა