პოლონეთმა გამანადგურებლები ჰაერში ასწია - გამოცხადდა განგაში
პოლონეთმა, უკრაინაზე რუსეთის მასშტაბური თავდასხმის გამო, საჰაერო ძალების მობილიზება მოახდინა, - ინფორმაციას პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობა ავრცელებს.
პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობის განცხადებით, რუსების მიერ უკრაინის წინააღმდეგ ღამით განხორციელებული იერიშების გამო, ქვეყნის საჰაერო სივრცეში პოლონეთისა და ნატო-ს მოკავშირეების ავიაგამანადგურებლები განლაგდნენ.
„ოპერატიულმა სარდლობამ მის განკარგულებაში არსებული საჭირო ძალებისა და რესურსების მობილიზება მოახდინა. ავიაგამანადგურებლები და ხმელეთზე განლაგებული საჰაერო თავდაცვისა და რადარის სისტემები მზადყოფნაში იქნა მოყვანილი“, - აცხადებს პოლონეთის ოპერატიული სარდლობა.
"ინტერპრესნიუსი"