ტრაგედია ქობულეთში - სატვირთოს და ავტობუსის შეჯახების შედეგად ორი ახალგაზრდა დაიღუპა
ტრაგედია დატრიალდა დღეს ქობულეთის შემოვლით გზაზე. უმძიმეს ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა. ერთმანეთს ავტობუსი და სატვირთო შეეჯახა.
გარდაცვლილები არიან ახალგაზრდა მამაკაცები, რომლებიც ავარიის დროს ავტობუსში იმყოფებოდნენ. დაშავებულია სატვირთო ავტომობილის მძღოლი, ის კლინიკაშია გადაყვანილი. დაშავებული მამაკაცი აზერბაიჯანის მოქალაქეა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა.გამოძიება სისხლის სამართლის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
მთავარი ფოტო: აჭარის ტელევიზია