"ეს ისტორია არავისთვის არ მომიყოლია" - რას ჰყვება მსახიობი ანა ტყებუჩავა? - კვირის პალიტრა

"ეს ისტორია არავისთვის არ მომიყოლია" - რას ჰყვება მსახიობი ანა ტყებუჩავა?

მსახიობი ანა ტყებუჩავა, "მისმინეს" სტუმრობდა, სადაც მან მისი ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პერიოდი გაიხსენა.

"ჭამა და სექსში" იცით როგორ მოვხდი? - მიშა მშვილდაძემ დაურეკა დედაჩემს. ეს არავის არ გვახსოვდა, დედაჩემმა გაგვახსენა. ეს ისტორია არ მომიყოლია არავისთან, რაღაცნაირი, ძალიან რთული პერიოდი გვაქვს, ჩვენ სახლი გავიყიდეთ, ნაქირავებში რაღაცას ვაშენებთ, ბაბუაჩემი არის ცუდად... მოკლედ... ოჯახურ ქაოსში ვარ, შენი თავი და საქმე რომ გაქვს დავიწყებული ისე ვარ და ასეთ დროს დედაჩემი მეუბნება, რომ მიშა მშვილდაძე მირეკავსო, მომცა ტელეფონი და ასე დამეცა თავში როლი" - აღნიშნავს მსახიობი.