"ანას გადაწყვეტილებას პატივს ვცემ, ის იყო ჩემი თავშესაფარი და მხარდამჭერი" - რას წერს ნიკოლ ფაშინიანი მეუღლესთან დაშორების შემდეგ?
სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი მეუღლეს, ანა აკოფიანს დაშორდა. ინფორმაცია სოციალურ ქსელში ფაშინიანმა და აკოფიანმა გამოაქვეყნეს.
თავდაპირველად აკოფიანმა "ინსტაგრამის" გვერდზე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც განქორწინების შესახებ საუბრობს და ამბობ - "დღეს მე ვტოვებ მთავრობის სასახლეს".
"ჩემს ყველა მეგობარს, ნაცნობს და უცნობს, ნათესავს და თუნდაც უახლოეს ადამიანს მინდა ვაცნობო, რომ ეს თემა ჩემთან აღარ განიხილოთ. ამას ვკრძალავ. ასევე, ძვირფასო ადამიანებო, მოგიწოდებთ, ნუ დახარჯავთ დროს ამ საკითხზე საუბარში", - ამბობს აკოფიანი.
ამ ვიდეოს გამოქვეყნებიდან მალევე სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა ნიკოლ ფაშინიანმაც.
"ანას გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. ბოლო 30 წლის განმავლობაში ყოველი სირთულის დროს ის ჩემს გვერდით იყო. ის იყო ჩემი თავშესაფარი და მხარდამჭერი. მჯერა, რომ მეც ასე ვიყავი მისთვის. შესაძლოა, მეტი სირთულე გამოვიწვიე, რისთვისაც ბოდიშს ვიხდი", - წერს ნიკოლ ფაშინიანი. გააგრძელეთ კითხვა