მერაბ ნინიძე, გაი პირსი და ჯარედ ჰარისი სტალინის, ტრუმენისა და ჩერჩილის როლებს შეასრულებენ - კვირის პალიტრა

მერაბ ნინიძე, გაი პირსი და ჯარედ ჰარისი სტალინის, ტრუმენისა და ჩერჩილის როლებს შეასრულებენ

მერაბ ნინიძე, გაი პირსი და ჯარედ ჰარისი სტალინის, ტრუმენის და ჩერჩილის როლებს შეასრულებენ „ოსკარის“ ოთხგზის ნომინანტი სცენარისტისა და რეჟისორის ენტონი მაკკარტენის დრამაში „მშვიდობის ფასი“ (The Price Of Peace)

შეგახსენებთ, რომ სწორედ მაკკარტენის სცენარის მიხედვით შეიქმნა ისეთი გახმაურებული ბიოგრაფიული ფილმები, როგორებიცაა „ყველაფრის თეორია“, „ყველაზე ბნელი დრო“ , „ორი პაპი“. მსახიობი გაი პირსი გასულ წელს „ოსკარზე“ იყო ნომინირებული ფილმისთვის „ბრუტალისტი“. მას მაყურებელი კარგად იცნობს ისეთი პოპულარული ნამუშევრებით, როგორებიცაა „ლოს-ანჟელესის საიდუმლოებანი“.

ninidze

ჯარედ ჰარისი კი მორიარტის როლით არის ცნობილი რობერტ დაუნი ჯუნიორისა და ჯუდ ლოუს მონაწილეობით გადაღებული ფილმიდან „შერლოკი“ გადაღებები ზაფხულში ლონდონსა და პოტსდამში დაიწყება და ეკრანებზე გაისად გამოვა.