მძი­მეა ახალშობილის მდგომარეობა , რო­მე­ლიც სა­ნი­ტარ­მა სა­პირ­ფა­რე­შო­ში გა­ა­ჩი­ნა და შემ­დეგ მკვლელობა სცადა - რას ამბობენ კლინიკაში ჩვილზე, რომელსაც დედამ არაერთი დაზიანება მიაყენა? - კვირის პალიტრა

მძი­მეა ახალშობილის მდგომარეობა , რო­მე­ლიც სა­ნი­ტარ­მა სა­პირ­ფა­რე­შო­ში გა­ა­ჩი­ნა და შემ­დეგ მკვლელობა სცადა - რას ამბობენ კლინიკაში ჩვილზე, რომელსაც დედამ არაერთი დაზიანება მიაყენა?

"კლი­ნი­კა მე­დი­ნა“ ახალ­შო­ბილ­ზე, რო­მე­ლიც სა­ნი­ტარ­მა სა­პირ­ფა­რე­შო­ში გა­ა­ჩი­ნა და შემ­დეგ მკვლე­ლო­ბა სცა­და - მდგო­მა­რე­ო­ბა კვლავ მძი­მეა, ახალ­შო­ბილს პრობ­ლე­მე­ბი თა­ვის ტვინ­ზე უფიქ­სირ­დე­ბა ბა­თუმ­ში მდე­ბა­რე "კლი­ნი­კა მე­დი­ნას“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, ახალ­შო­ბი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა, რო­მე­ლიც სა­ნი­ტარ­მა სა­პირ­ფა­რე­შო­ში გა­ა­ჩი­ნა და შემ­დეგ მკვლე­ლო­ბა სცა­და, კვლავ მძი­მედ ფას­დე­ბა. კლი­ნი­კის ცნო­ბით, ახალ­შო­ბილს ძი­რი­თა­დი პრობ­ლე­მე­ბი თა­ვის ტვინ­ზე უფიქ­სირ­დე­ბა.

"მი­უ­ხე­და­ვად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი მრავ­ლო­ბი­თი ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვე­ბი­სა და ინ­ტენ­სი­უ­რი თე­რა­პი­ი­სა, ახალ­შო­ბი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა ამ ეტაპ­ზე რჩე­ბა უკი­დუ­რე­სად მძი­მე. პა­ცი­ენ­ტი იმ­ყო­ფე­ბა რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში და აგ­რძე­ლებს სი­ცო­ცხლის შე­მა­ნარ­ჩუ­ნე­ბელ მკურ­ნა­ლო­ბას. პრო­ცეს­ში ჩარ­თულ­ნი არი­ან შე­სა­ბა­მი­სი დარ­გის ექ­სპერ­ტე­ბი. ექი­მე­ბი აგ­რძე­ლე­ბენ ყვე­ლა შე­საძ­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბას პა­ცი­ენ­ტის სი­ცო­ცხლი­სა და ჯან­მრთე­ლო­ბის და­სა­ცა­ვად”, - აცხა­დე­ბენ კლი­ნი­კა­ში.