აპატურაი ივანიშვილში დარწმუნებულია
ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა: "დარწმუნებული ვარ, რომ ბიძინა ივანიშვილი წინ წასწევს საქართველოს ურთიერთობას ნატოსთან. კმაყოფილი ვარ იმითაც, რომ საქართველოში ორივე მხარე კონსენსუსს აღწევს საგარეო პოლიტიკის მთავარ საკითხებზე - კარგი ურთიერთობის დამყარება მეზობლებთან, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაცია." შესაბამისად, ნატოც ერთგული რჩება იმ დაპირებებისა, რომლებიც ბუქარესტის სამიტზე დაფიქსირდა".