ისრაელმა ირანს საჰაერო დარტყმები მიაყენა - დიდი ომი მაინც იწყება?! - კვირის პალიტრა

ისრაელმა ირანს საჰაერო დარტყმები მიაყენა - დიდი ომი მაინც იწყება?!

2026 წლის 28 თებერვლის გამთენიისას ისრაელმა სარაკეტო იერიში მიიტანა თეირანზე...

ისრაელის სამხედრო ძალებმა ირანის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია წამოიწყეს, თეირანში ძირითადი სამიზნეების წინააღმდეგ პრევენციული სარაკეტო დარტყმების სერია განახორციელეს. ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ოფიციალურად გამოაცხადა სამხედრო ოპერაციების დაწყების შესახებ და ეს აუცილებელი ზომა უწოდა ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და ისლამური რესპუბლიკის მხრიდან მომდინარე საფრთხეების განეიტრალებისთვის.

ირანის დედაქალაქში ვითარება კვლავ კრიტიკულია, ქალაქში სულ მცირე სამი ძლიერი აფეთქება დაფიქსირდა. თავდასხმის შემდგომი ფოტოებიდან ნათლად ჩანს კვამლის სქელი ღრუბლები, რომლებიც მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიებზე მაღლა დგას, რაც ინფრასტრუქტურაზე ზუსტ დარტყმაზე მიუთითებს. ირანის საჰაერო თავდაცვა საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი…

ამ წუთებში ისრაელის საჰაერო დარტყმების მეორე სერია ხორციელდება თეირანში,ირანის პრეზიდენტის სასახლის სიახლოვეს...

როგორც ჩანს, ის რაც ვერ გაბედა ტრამპმა,გააკეთა ისრაელმა და პირველმა წამოიწყო ირანის სტრატეგიული ობიექტების დაბომბვა,რასაც აუცილებლად მოჰყვება ირანიდან ისრაელის ქალაქებისკენ ბალისტიკური რაკეტების გაშვება, რის შემდეგაც ამ შეიარარებულ დაპირისპირებაში უკვე ამერიკული ძალებიც ჩაერთვებიან(რომლებიც ირანის სიახლოვეს უხვადაა თავმოყრილი) და ეს ყველაფერი დიდ საჰაერო ომში გადაიზრდება...

მაგრამ, იქნება ეს თუ არა საკმარისი ირანში აითოლების 47 წლიანი რეჟიმის ჩამოსაგდებად,მოვლენების შემდგომი განვითარება გიჩვენებს,რომლებსაც „არსენალის“ ბლოგში ოპერატიულად გავაშუქებთ ჩვენი ერთგული მკითხველებისთვის...