"ისრაელისა და აშშ-ის დარტყმების შედეგად ირანში 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა" - Reuters - კვირის პალიტრა

"ისრაელისა და აშშ-ის დარტყმების შედეგად ირანში 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა" - Reuters

ისრაელისა და აშშ-ის დარტყმების შედეგად ირანში 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას Reuters-ი ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ირანის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოების ცნობით, ისრაელისა და აშშ-ის დარტყმების შედეგად 201 ადამიანი დაიღუპა და 747 დაშავდა.

ასევე, ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აშშ-მა და ისრაელმა ირანის 24 პროვინცია დაბომბეს.