"ძლიერი ხმა გავიგე. კედლები შეირყა" - ევაკუაცია Burj Khalifa-დან და დაპანიკებული ტურისტები... - რა ხდებოდა დუბაიში, აფეთქებებისას
დუბაიში მდებარე ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო Fairmont The Palm ირანის თავდასხმის შედეგად დაზიანდა. არსებული ინფორმაციით, რაკეტა შენობას მოხვდა, რასაც აფეთქება და ხანძარი მოჰყვა. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, როგორ ტოვებენ ტურისტები ტერიტორიას და უსაფრთხო ადგილას გადასვლას ცდილობენ.

ინტერნეტში გავრცელდა 11-წამიანი ვიდეო, რომელშიც, სავარაუდოდ, დუბაის ცაზე ირანის ბალისტიკური რაკეტების გაშვების მომენტია ასახული.
ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც ირანმა შურისძიების მიზნით რეგიონში მასშტაბური სარაკეტო იერიშები განახორციელა. თეირანის განცხადებით, დარტყმები მიიტანეს აბუ-დაბიზე, დუბაიზე და ისრაელზე, ასევე აშშ-ის მეხუთე ფლოტის სერვის ცენტრზე მანამაში, ბაჰრეინში. ირანის მტკიცებით, იერიშების სამიზნე იყო სამხედრო ობიექტები კატარის, აბუ დაბისა და ქუვეითის ტერიტორიაზე.

დუბაიში მცხოვრებმა 50 წლის სამანტა დიკომომ განაცხადა, რომ ალ-დაფრას საჰაერო ბაზის მიმართულებით მომხდარი აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ მისი საცხოვრებელი სახლის კედლები შეირყა.

"ძლიერი ხმა გავიგე. კედლები შეირყა", - თქვა მან და აღნიშნა, რომ აფეთქებამდე არანაირი გაფრთხილება არ მიუღია. გააგრძელეთ კითხვა
წაიკითხეთ ასევე: აიათოლა მოკლეს?! - ფოტომასალა ამერიკა - ირანის ომიდან: ახალი მსოფლიო საგიჟეთი