"შემდეგი ჩვენ ვართ" - რას წერს დუგინი ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებსა და აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაციაზე - კვირის პალიტრა

"შემდეგი ჩვენ ვართ" - რას წერს დუგინი ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებსა და აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაციაზე

რუსი იდე­ო­ლო­გი, ალექ­სან­დრე დუ­გი­ნი, ირა­ნის ლი­დე­რის ლიკ­ვი­და­ცი­ა­სა და ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს ეხ­მა­უ­რე­ბა. მისი გან­ცხა­დე­ბით, მოს­კოვ­ში დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი სტრა­ტე­გია - შე­იქ­მნას ილუ­ზია, თით­ქოს რუ­სეთ­ში ყვე­ლა­ფე­რი რიგ­ზეა და მშვი­დო­ბი­ა­ნი ცხოვ­რე­ბა გრძელ­დე­ბა - სა­კუ­თარ თავს ამო­წუ­რავს. დუ­გი­ნის თქმით, მსოფ­ლიო ახალ, უფრო სა­შიშ ფა­ზა­ში შე­დის.

დუ­გი­ნი აია­თო­ლა ალი ხა­მე­ნე­ის ლიკ­ვი­და­ცი­ას აფა­სებს, რო­გორც სუ­ვე­რე­ნუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს წი­ნა­აღ­მდეგ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ტე­რაქტს, რო­მე­ლიც ომის გა­მო­ცხა­დე­ბის გა­რე­შე მოხ­და. მისი მტკი­ცე­ბით, აშშ-ს აღარ გა­აჩ­ნია რე­სურ­სი ტო­ტა­ლუ­რი გლო­ბა­ლუ­რი ჰე­გე­მო­ნი­ის­თვის, რის გა­მოც ვა­შინგტონ­მა "ტე­რო­რის­ტუ­ლი პრაქ­ტი­კა“ და თა­ვი­სი "პრო­ქ­სის“ - ის­რა­ე­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა და­ი­წყო.დუ­გი­ნის აზ­რით, ეს პო­ლი­ტი­კა დო­ნალდ ტრამ­პის მმარ­თვე­ლო­ბის სტი­ლად იქცა. ის მი­იჩ­ნევს, რომ შიდა სა­მო­ქა­ლა­ქო ომის ზღვარ­ზე მყო­ფი აშშ ცდი­ლობს გლო­ბა­ლუ­რი ომის პრო­ვო­ცი­რე­ბას, რათა ძა­ლა­უფ­ლე­ბა შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს.

"აშშ-ს აღარ აქვს ძალა ნამ­დვი­ლი ომე­ბის­თვის, სა­დაც მათი ჯა­რის­კა­ცე­ბი ტე­რი­ტო­რი­ებს და­ი­კა­ვე­ბენ - ამას მოწ­მობს ავ­ღა­ნე­თი და ვი­ეტ­ნა­მი. ამი­ტომ, ისი­ნი ის­რა­ე­ლი­ვით იმოქ­მე­დე­ბენ: ლი­დე­რე­ბის მკვლე­ლო­ბე­ბი და ქა­ო­სი ყველ­გან.

მი­მაჩ­ნია, რომ სტრა­ტე­გი­ამ - შე­იქ­მნას იმი­ჯი, თით­ქოს რუ­სეთ­ში ყვე­ლა­ფე­რი რიგ­ზეა და მშვი­დო­ბი­ა­ნი ცხოვ­რე­ბა ჩვე­ულ რე­ჟიმ­ში გრძელ­დე­ბა - სა­კუ­თა­რი თავი ამო­წუ­რა. შემ­დე­გი ჩვენ ვართ.

ახლა ეს უპ­რინ­ცი­პო­ბა ტრამ­პის სტი­ლად იქცა. უპ­რინ­ცი­პო აშშ - ეს საფრ­თხეა მთე­ლი მსოფ­ლი­ოს­თვის. და­სუს­ტე­ბუ­ლი გლო­ბა­ლუ­რი ჰე­გე­მო­ნი მთელ მსოფ­ლი­ო­ში თე­სავს ქა­ოსს, რათა ჰე­გე­მო­ნად დარ­ჩეს. სა­მო­ქა­ლა­ქო ომის­გან თით­ქმის გახ­ლე­ჩილ შტა­ტებს სურს კი­დევ უფრო დიდი ომი და­თე­სონ მთელ პლა­ნე­ტა­ზე.აი, ასეთ აშშ-სთან ვცდი­ლობთ ჩვენ მო­ლა­პა­რა­კე­ბას უკ­რა­ი­ნის სა­კი­თხზე. იგი­ვე ვიტ­კო­ფი და კუშ­ნე­რი აწარ­მო­ე­ბენ ჩვენ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბებს. ისი­ნი აწარ­მო­ებ­დნენ მო­ლა­პა­რა­კე­ბებს ირან­თა­ნაც.

აშშ-ს არ სჭირ­დე­ბა მშვი­დო­ბა ევ­რო­პა­ში. მათ სჭირ­დე­ბათ ომი. დიახ, მათ სჭირ­დე­ბათ სუს­ტი ევ­რო­პა. მაგ­რამ მათ ასე­ვე სჭირ­დე­ბათ სუს­ტი რუ­სე­თი. მათ არ სურთ ომის დას­რუ­ლე­ბა. მათ სურთ, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი რუსი კაცი და­ი­ღუ­პოს ორი­ვე მხა­რეს. ევ­რო­პა კი გა­ღა­რიბ­დეს ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ენერ­გე­ტი­კი­თა და მა­სობ­რი­ვი იმიგ­რა­ცი­ით", - წერს დუ­გი­ნი.