ომში "ჰეზბოლაც" ჩაერთო - ისრაელმა ლიბანი დაბომბა - კვირის პალიტრა

ომში "ჰეზბოლაც" ჩაერთო - ისრაელმა ლიბანი დაბომბა

ისრაელის თავდაცვის ძალები ადასტურებს, რომ ლიბანში “ჰეზბოლას” ობიექტებზე დარტყმები დაიწყო მას შემდეგ, რაც ირანის მიერ მხარდაჭერილმა დაჯგუფებამ ღამით ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით რამდენიმე რაკეტა ისროლა, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

“ჰეზბოლამ“ განაცხადა, რომ თავდასხმები ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაციის საპასუხოდ დაიწყო.

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, „არ დაუშვებენ, რომ ორგანიზაციამ, საფრთხე შეუქმნას ისრაელის სახელმწიფოს და ზიანი მიაყენონ ჩრდილოეთის მოსახლეობას“.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა